ჰოროსკოპი

როგორი ქალი ხართ ზოდიაქოს მიხედვით - ყველაზე ქალური ჰოროსკოპი

როგორი ქალი ხართ ზოდიაქოს მიხედვით - ყველაზე ქალური ჰოროსკოპი

თხის რქა

მუზა - ის ნამდვილი მუზაა, ჭეშმარიტი. ის კი არა, რომელსაც ლექსებს უწერდნენ პოეტები, არამედ ის, რომლისგანაც ეს პოეტები იმალებოდნენ მაგიდის ქვეშ და ეხვეწებოდნენ: „გევედრებით, გეყოფა!“ მეორეს მხრივ, თუ ქალ-თხის რქას არ დაუწყებთ კამათს, მას შეუძლია ფისოც იყოს.

მერწყული

სპორტსმენი და ლამაზმანი - მერწყულის ქალურობა ცვალებადია, როგორც მისი სხვა დანარჩენი თვისებები. მაგრამ ერთი რამ რჩება შეუცვლელი: სიმშვიდე მათ არც დაესიზმრებათ, ესიზმრებათ მხოლოდ მათ, ვინც გადაწყვეტს დაუკავშიროს ცხოვრება მერწყულ ქალებს.

თევზები

მსახიობი - და არა უბრალოდ მსახიობი, არამედ ნამდვილი პრიმა. ხანდახან გვეჩვენება, რომ მოდისა და სილამაზის ინდუსტრია შექმნილია მხოლოდ თევზებისთვის. მაგრამ მისი იდეალურად შეღებილი ტუჩების მიღმა, თვრამეტი წვეტიანი ვეშაპის კბილი იმალება.

ვერძი

ამაზონი - მაგრამ ის ამორძალი არაა, ძველი ბერძნული მითებიდან. ამიტომ ყველა პარაზიტმა თავი შორს უნდა დაიჭიროს ქალი-ვერძისგან. ის არა უბრალოდ მონადირე და მეომარია, არამედ ის ძალიან იმპულსური მონადირე და მეომარია. ამიტომ უფრთხილდით.

კურო

ქალღმერთი - არ ელოდით? უპირველეს ყოვლისა, კუროები როგორღაც ახერხებენ სასწაულების მოხდენას: სახლები, მანქანები, სამკაულები. მეორედ, მათ რეგულარულად უნდა მიუტანოთ მსხვერპლი, რომ არ განაწყენდეს. და მესამე, ისინი, როგორც ყველა ქალღმერთი, არც ისეთი კეთილები არიან. და არც, სხვათა შორის, ბოროტები.

ტყუპები

ქალი-ტყუპები - მარადიული მოზარდია. მათ ყველაფერი ნამდვილი აქვთ: ჭეშმარიტად ყმაწვილური ამბოხებაც და ნამდვილი შეშლილობებიც: სექსი, როკ ენ როლი და ა.შ. და ყველა ეს დემონი - ნამდვილი ბოროტი ბავშვები არიან. ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ქალი-ტყუპები დაბერდება.

კირჩხიბი

ქალი-დედა - ქალი-კირჩხიბი ჭეშმარიტად დედობრივი ზრუნვით ეხვევა გარს ყველას, ვისაც ახლობლად თვლის, მაგრამ მათ, ვისაც არ თვლის, ასევე შეუძლიათ მისი მზრუნველობის იმედი ჰქონდეთ, თუ დასჭირდებათ. მოკლედ, ქალი-კირჩხიბის ქალურობა - ზომებისა და სასწორის პალატის ეტალონია.

ლომი

დედოფალი - ქალი-ლომის ქალურობა ჭეშმარიტად მეფურია, იმიტომ რომ სადაც ის ჩნდება, წამიერად ქრებიან დანარჩენი ქალები. ანუ თავად ქალი-ლომი ფიქრობს ასე და, შესაბამისად, ასე იქცევა. მას ნამდვილად უამრავი ღირსება გააჩნია, მაგრამ თუ არ გინდათ ეშაფოტზე მოხვდეთ, ხშირად შეაქეთ.

ქალწული

ბრძენი ქალია - დიახ, სწორედ ის ბრძენი ქალია, რომელიც ყველას უნდა რომ გახდეს, მაგრამ არავის არ გამოსდის. ქალ-ქალწულს რკინაბეტონის ლოგიკა, ანალიტიკური აზროვნება და ფენომენალური მეხსიერება აქვს.

სასწორი

ნაზი არსებაა, რომელიც უნდა დაიცვა ბოროტი და უგულო სამყაროსგან. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ მომენტში, როცა ის ამ სამყაროში მოხვდება, რაც იშვიათად ხდება. იმიტომ რომ ქალ-სასწორს გააჩნია უნარი შექმნას საკუთარი თავისთვის ცალკე სამყარო, სადაც ცხოვრობენ კეთილი ფერიები. და იქ მას ყველაფერი შესანიშნავად აქვს, მაგრამ თქვენ იქ არ შეგიშვებენ.

მორიელი

ქალი-ვამპირი - საბედისწერო ქალია, ჯადოქარი და სექს-ბომბა - სამი ერთში. მას ქალურობის ყველა ელფერი გააჩნია და ასევე - 50 რუხი ფერის, კომპლექტისთვის. ქალ-მორიელში წარმატებით არის შერწყმული ყველა თვისება, რომლებსაც მიაწერენ ქალებს. მოკლედ, ეს შესანიშნავი, მაგრამ ცბიერი და მიუწვდომელი არსებაა.

მშვილდოსანი

კურტიზანი - ქალი-მშვილდოსანის გაგებით, ქალურობა - ეს ასეთი სასარგებლო თვისებაა: აი, ზოგიერთები, მაგალითად, არაფრისგან ამზადებენ სადილს, სხვები შესანიშნავად წვრთნიან კატებს. ქალ-მშვილდოსანს კი შეუძლია იყოს ქალური. მაშინ, როცა მას ეს რაღაცისთვის სჭირდება. ამ მომენტში ის - ქალურობის ეტალონია.



<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>