LIFE

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განსაკუთრებულად ჭკვიანი ხართ

1. თქვენ ხშირად გამოთქვამთ უკმაყოფილებას

 როდესაც რაღაც არ მოგწონთ იქნება ეს სამსახურში ან სხვა სივრცეში, თქვენ აფიქსირებთ უკმაყოფილებას. ეს არის ემოციური ინტელექტის ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სხვებს ეგონოთ, თქვენ უბრალოდ გსიამოვნებთ პრეტენზიები, თქვენი უკმაყოფილება აჩვენებს, რომ იცნობთ და აცნობიერებთ თქვენს გარემოს. თქვენ გესმით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს უარყოფითმა მოვლენებმა თუ ფაქტებმა სხვა ადამიანებზე. ასეთ დროს კი, გრძნობთ ხმის ამოღების აუცილებლობას.

2. თქვენ საკუთარ თავს ესაუბრებით 

მეცნიერები თვლიან, რომ საკუთარ თავთან საუბარს უზარმაზარი სარგებელი მოაქვს. რადგან ის კითხვისა ან ფიქრისგან განსხვავებულ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. რეალურად ეს უნარი უკავშირდება თავმდაბლობას, ემოციურ სიმწიფეს, გადაწყვეტილებების მიღების და შეფასების უნარებს. რაც, თავის მხრივ, მაღალ ემოციურ ინტელექტზე მიუთითებს.

3. თქვენ შეგიძლიათ კარგი თვითკონტროლი

 წამიერ სურვილებზე წინააღმდეგობის გაწევა ინტელექტის ნიშანია, განსაკუთრებით კი, მოზრდილებში. კვლევამ დაადგინა, რომ საშუალოზე ჭკვიან ადამიანებს აქვთ მეტი თვითკონტროლი, განსაკუთრებით კვების რაციონის მხრივ. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ თვითკონტროლი არის ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გზა და რაც უფრო მალე დაიწყებთ წამიერი სურვილების კონტროლს, მით უკეთესი.

4. თქვენ შეგიძლიათ მარტო ყოფნა 

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები კარგად გრძნობენ თავს საკუთარ აზრებთან და იდეებთან. მათ არ სჭირდებათ მუდმივად ურთიერთობა სოციალურ გარემოში. ამის ნაცვლად, მათ მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავთ და საკუთარი თავთან მაქსიმალურად დიდ დროს ატარებენ.

5. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ

ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნაკლები შესაძლებლობები, ხშირად საკუთარ თავს ზედმეტად აფასებენ. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები, სულაც არ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რადგან მათ ზუსტად იციან, თუ კონკრეტულად, რა არ იციან.

6. თქვენ გიყვართ საღეჭი რეზინა

კვლევის თანახმად, საღეჭი რეზინი პირდაპირ კავშირშია მეხსიერებასთან. რადგან ღეჭვის დროს, იზრდება კონცენტრაციის უნარი, უკეთ ასრულებთ მოცემულ დავალებას და აძლიერებთ ინტელექტუალურ ფუნქციონირებას.

7. თქვენ მხოლოდ რამდენიმე მეგობარი გყავთ

ითვლება, რომ ჭკვიან ადამიანებს ნაკლები მეგობრები და მცირე სოციალური წრეები ჰყავთ, რადგან ისინი უფრო დამოუკიდებლები არიან. სავანის თეორიის თანახმად, ადრე ადამიანები უფრო დიდ ჯგუფებში ცხოვრობდნენ, რათა ერთად ენადირათ და პრობლემები ერთად გადაეჭრათ. ამასთან, დღესდღეობით, ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდებულნი ერთმანეთზე, განსაკუთრებით კი, ინტელექტუალური ადამიანები, რადგან მათ შეუძლიათ საკუთარი პრობლემების მარტო მოგვარება.