LIFE

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

ოცნებების რეალობად ქცევა არც ისეთი რთულია, როგორც წარმოგიდგენიათ. მთავარია, ცოტაოდენი ძალისხმევა და დიდი სურვილი. ბავშვობაში, ხშირად გვეკითხებოდნენ ვინ გვინდოდა გამოვსულიყავით. და აი, დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებლები და შევიძინეთ პროფესიები. ახლა ისღა დაგვრჩენია, ჩვენი საოცნებო სამსახურის კარი შევაღოთ და საქმეს შევუდგეთ!

სანამ ოცნების სამსახურს დავიწყებთ, სასურველია ვიცოდეთ, როგორ წარვადგინოთ ჩვენი თავი გამსაუბრებელთან, როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება და დამსაქმებლის არჩევანი ჩვენზე შევაჩეროთ. ყველაფერ ამას, ბუნებრივია კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს არ გაგვაჩნია.

მიუხედავად ამისა, TREND გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებითაც, თქვენ დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ და საოცნებო სამსახურის დაწყების შანსს რეალობად აქცევთ!

1. მოამზადეთ თქვენს თავზე მოკლე პრეზენტაცია

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

ის, რომ გასაუბრებაზე შესაბამისად უნდა ჩავიცვათ ყველამ ვიცით, თუმცა, ძალიან ბევრს ჰგონია, რომ საკუთარი თავის შესახებ საუბარი მარტივია. გარწმუნებთ, სულაც არ არის მარტივი და ამიტომ კარგად მოემზადეთ. დამსაქმებლისთვის სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, როგორ გააცნობთ და "შეფუთავთ" საკუთარ თავს. გამოიჩინეთ ენთუზიაზმი და სხეულის ენა. აუცილებლად შეისწავლეთ ორგანიზაციის, ანუ თქვენი დამსაქმებლის საქმიანობა. რაც მეტი გეცოდინებათ მათზე, მეტად წარმატებული გასაუბრება გამოგივათ.

2. გაითვალისწინე და აღარ გაიმეორო წარუმატებელი გასაუბრების მაგალითები

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს შორის შემდეგი ჩამონათვალი ხვდება:

  • 59% საუბრისას საღეჭ რეზინს ღეჭავს
  • 63% ყოფილ სამსახურს აკნინებს
  • 66% ამპარტავნობას იჩენს
  • 69% არ იჩენს სათანადო დაინტერესებას საუბრისას
  • 69% არასათანადო ჩაცმულობას არჩევს
  • 71% სატელეფონი ზარებს პასუხობს

3. შეეცადე არ დაუშვა არაერბალური შეცდომები

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

არავერბალურ შეცდომებს შორისაა თმებზე თამაში, თვალის კონტაქტის არ ქონა გამსაუბრებელთან, სიცილი, კარებიდან დაწყებული საუბარი და კომუნკაცია, გაუმართავი მეტყველება და შეუსაბამო თავდაჯერება. ეცადეთ მოერიდოთ მსგავი არავერბალური შეცდომების დაშვებას და ღირსეულად გაიაროთ საოცნებო სამსახურის გასაუბრება!

4. იხელმძღვანელე გასაუბრებაზე მოქცევის ეტიკეტით

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, თან იქონით თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, არცერთ შემთხვევაში, გასაუბრების დანიშნულ დროს არ გადააცილოთ, გამოურთეთ ხმა ტელეფონს და თქვენი მხრიდან ხმაური და სხვა დისკომფორტი არ წარმოქმნათ. გაიღიმეთ და ეკონტაქტეთ გამსაუბრებელს. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს წარადგენთ, გამოჰკითხეთ ყველაფერი თავიანთ პირობებზე, ანაზღაურებაზე, სამუშაოს ხანგრძლივობაზე და ა.შ. და რაც მთავარია, იყავით თავაზიანი!

5. წარმატებული გასაუბრების მაგალითებსაც გადახედე

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

სტატისტკური მონაცემების მიხედვით, დამსაქმებელი იხიბლება რამდენიმე დეტალით:

  • როგორ გაცვია, როგორ მეტყველებ, იქცევი და მოძრაობ - 55%
  • რამდენად თავდაჯერებული ხარ, რამდენად გამართულად მეტყველებ და საუბრის როგორი მანერა გაქვს - 33%
  • რა სიტყვებს არჩევ სასაუბროდ - 7%

6. საუკეთესო მეთოდებით იხელმძღვანელე

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

როდესაც დამსაქმებელი საკუთარ თავზე გვეკითხება, გაუკეთე მას მოკლე მიმოხილვა წარსული სამსახურების გამოცდილებისა. ნუ დაიწყებ პიროვნულ თვისებებზე საუბარს და საკუთარი შესაძლებლობების ხაზგასმას. დამშვიდობებისას აუცილებლად ჩამოართვის ხელი და დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეთ.

7. გადაავლე თვალი რა კითხვებს სვამენ დამსაქმებლები ყველაზე ხშირად

გასაუბრებისას დაშვებული ძირითადი შეცდომები

ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს შორისაა, თუ რატომ გსურთ მათთან თანამშრომლობა, რა არის თქვენი მოტივატორი და კონკრეტულად რა მიმართულებები გაინტერესებთ. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ისინი საკითხს გარეთ არსებულ თემებზეც შეგეკითხებიან.