სილამაზე

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

მას შეუძლია შეცვალოს ყველაფერი: სახის ფერი, ფორმა და გამომეტყველებაც კი; ფარავს ნაკლს და ყურადღება გადააქვს ლამაზ ნაკვთებზე. თუმცა შენ იცი, რომ დაუშვებელია მისი არასწორად გამოყენება, რადგან ძალიან მცირე მანძილია დახვეწილ მაკიაჟსა და „კარიკატურას“ შორის. არსებობს რამდენიმე „ხრიკი“, რომელიც დაგეხმარება მაკიაჟის ბუნებრივად „მორგებაში“.

1. კორექტორი

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

არასდროს გამოიყენო კორექტორი საბაზისოდ თვალის ქუთუთოზე, რადგან მაკიაჟს, რომელსაც შემდეგ გაიკეთებ თვალზე, აუცილებლად გაუჩნდება „ნაკეცები“ და გაფუჭდება.

2. ტონალური

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

თუ გსურს, უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს შენი კანი, წაისვი ტონალური თითებით, ხოლო „პრიალა“ შედეგისთვის გამოიყენე სპეციალური ფუნჯი.

3. პუდრი

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

თავიდან წაისვი პუდრი იქ, სადაც კანი ყველაზე მეტად ბზინავს (T-ზონა), ხოლო შემდეგ ყველგან მსუბუქად გადაანაწილე.

4. ხელოვნური რუჯი

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

წაისვი ყელზე, გულმკერდსა და სახეზე. აუცილებელია, კანი ყველგან ერთი ფერის იყოს.

5. რუჟი

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

რუჟის წასმის დროს გაიღიმე და დაიწყე ყვრიმალებიდან, შემდეგ ფუნჯის ნელი მოძრაობით გადაანაწილე ყურის გასწვრივ მონაკვეთსა და ღაწვებზე.

6. წარბის ფანქარი

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

ფანქრის წასმა დაიწყე წარბის ზედა ნაწილიდან, რადგან ასე სახე მაღლა „აიწევს“.

7. პომადა

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

პომადა არ უნდა იყოს ზედმეტად მკვეთრი შუაში. კარგად უნდა წაისვა ტუჩის შიდა კუთხეებში. მაქსიმალური პიგმენტაციისთვის წასმის დროს ცოტა მეტად დაატანე ძალა.

8. თვალის ჩრდილი

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

ყოველთვის დაიწყე ჩრდილით, რომელიც არ ბრწყინავს და ყველაზე ახლოსაა შენი კანის ფერთან. წაისვი მთლიან ქუთუთოზე წარბამდე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მუქი ჩრდილები კარგად შეზავდეს ერთმანეთში და თვალშისაცემი სხვაობა არ დარჩეს.

9. ლაინერი

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

წასმის დროს სარკესთან მიდი ძალიან ახლოს, ასწიე თავი მაღლა და თუ შესაძლებელია, მიადე ნიკაპი სარკეს. როდესაც იწყებ წასმას, პირდაპირ არ უყურო - გაიხედე ოდნავ დაბალი მიმართულებით. დაიწყო შიდა კუთხიდან და გაჰყევი მთელ ხაზს ბოლომდე.

10. ტუში

კორექტორი, წარბის ფანქარი და ტუში, ყველაფერი ეფექტური მაკიაჟისათვის

ტუშის წასმის დროს არ არის საჭირო ნელი და ნაზი მოძრაობები. ტუშის წასმა დაიწყე წამწამის ძირიდან ძლიერი, ზიგზაგური მოძრაობით და აჰყევი წამწამის ბოლომდე.