მოგწონთ თუ გიყვართ? - 17 გზა, როგორ უნდა გაიგოთ რომ შეყვარებული ხართ
- 29.01.2017
კითხვაზე თუ რა არის სიყვარული, თითოეულ მათგანს ინდივიდუალური პასუხი გაგვაჩნია. სიყვარული ვარდისფერია, ლურჯია, ვერტიკალურია ან ბრუნვადი. როცა იგი მოდის ჩვენს მუცელში პეპლები იდებენ ბინას და ჩვენც, სახეზე ღიმილშემშრალნი ჭერს მივჭერებივართ და ვკითხულობთ: მიყვარს? მიყვარს თუ მომწონს? მართლაც, არსებობს ზღვარი სიყვარულსა და მოწონებას შორის? რა განასხვავებს ერთს მეორესგან? იქნებ ზედმეტია ჩვენ მიერ, გამუდმებით დასმული კითხვები ჩვენსავე თავთან და პასუხსაც მაშინ ვიპოვით, როცა საკუთარი გრძნობებისთვის სახელების შერჩევას შევწყვეტთ?
TREND გირჩევთ, შეწყვიტოთ საკუთარი გრძნობების შესახებ გამუდმებული ფიქრი და გთავაზობთ მდგომარეობების ჩამონათვალს, რაშიც შეყვარებული და გატაცებული ადამიანი იმყოფება:
1. არ გაწუხებთ მისი ნაკლოვანებები
როდესაც ვინმე ძალიან მოგწონთ, ძნელია მასში ნაკლი დაინახოთ, რადგან ის ვნება, რომელსაც განიცდით, იმდენად ძლიერია, რომ რეალური სურათის აღქმის შესაძლებლობას არ გიტოვებთ.
სიყვარულის შემთხვევაში კი ეს პირიქით ხდება, როდესაც ადამიანი გიყვართ, მას ისეთს ხედaვთ, როგორიც სინამდვილეშია. უნაკლო ადამიანი, რომ არ არსებობს, ეს უკვე ვიცით, ამიტომაც სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები მათი ნაკლოვანებებით გვიყვარდეს.
2. განიცდით მარტოობას
მოწონებას სიყვარულთან შედარებით ის პლუსი აქვს, რომ ერთი კვირა უმტკივნეულოდ შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა, მაგრამ როდესაც ვინმე გიყვართ, ყოველი მის გარეშე გატარებული წამი, თქვენთვის ნამდვილი წამებაა.
3. მისთვის ყველაფერს გააკეთებთ
თქვენ მზად ხართ, მოიქცეთ საუკეთესოდ, გააკეთოთ საუკეთესო და გასცეთ საუკეთესო, რათა გააბედნეროთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ. მაგრამ ტყვიას წინ მხოლოდ იმ ადამიანის გამო გადაუდგებით, ვინც გიყვართ. თქვენ ყველა ღონეს იხმართ, რათა მათ ნამდვილი ბედნიერება მიანიჭოთ.
4. სამუდამოდ ერთად
ლამაზ ქორწილზე, საოცნებო კაბასა და საქორწინო ბეჭედზე ბევრს ვოცნებობთ, როდესაც ვინმე მოგვწონს და მასთან ერთად ცხოვრებაზე ვფიქრობთ, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, მაშინ ოცნებებს უკან მოიტოვებთ და ყველაფერს გააკეთებთ, რათა საყვარელი ადამიანის გვერდით დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ.
5. ის ერთადერთია, ვინც გსურთ
როდესაც საქმე მოწონებას ეხება, ვერ უარყობთ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მოგწონებიათ, სიყვარულის შემთხვევაში კი ეს გამორიცხულია. ნამდვილი სიყვარული ისაა, როცა უყურებთ და დარწმუნებული ხართ, რომ მის გარდა არავინ გჭირდებათ.
6. მზად ხართ, მისთვის უკეთესი ადამიანი გახდეთ
ხშირ შემთხვევაში ვინმე იმიტომ მოგვწონს, რომ ვგრძნობთ ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ბედნიერებისთვის, მაგრამ როდესაც ვინმე გვიყვარს, მზად ვართ, მათი ბედნიერებისთვის, გარდა იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, უკეთეს პიროვნებებადაც ვიქცეთ.
7. როცა მის ინტერესებს თქვენსაზე წინ აყენებთ
ადამიანები, რომ ეგოისტი ქმნილებები ვართ, ეს უცხო არავისთვისაა, მაგრამ ამ თვისებას, მხოლოდ მაშინ ვთმობთ, როდესაც შეყვარებულები ვართ. სულ იმას ვიმეორებთ, რომ, პირველ ადგილზე, საკუთარი ინტერესები უნდა გვეყენოს, თუმცა როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მას საკუთარ თავზე წინ ვაყენებთ, ეს იმის ნიშანია, რომ ნამდვილი სიყვარული გვეწვია.
8.როდესაც გარეგნობა მეორეხარისხოვანია
მოგწონდეს ადამიანის გარეგნობა, არ ნიშნავს გიყვარდეთ ის. ფიზიკურობა მხოლოდ ერთი მხარეა, საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საკმარისი, იმისთვის რომ ადამიანი შეიყვაროთ. როდესაც საქმე რეალურ გრძნობას ეხება, მთვარი ინტერესის ობიექტი მისი პიროვნულობაა.
9.როცა მისთვის საუკეთესო გსურს
როდესაც ვიღაც მოგვწონს, არც კი ვუშვებთ იმ ფაქტს, რომ, შეიძლება, ისინი სხვებთან უფრო ბედნიერები იყვნენ. ამ დროს ყველაზე მეტად ვხდებით ეგოისტები და მზად ვართ, მხოლოდ საკუთარ კარგად ყოფნას დავჯერდეთ. სიყვარულის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი პირიქით ხდება, მზად ხარ გაუშვა, მაგრამ იცოდე, რომ ის ბედნიერია.
10. ყველაფრის მიუხედავად
როდესაც ადამიანი მოგწონთ, ხშირად მათ ქმედებებს შეუძლია თქვენს შეხედულებებზე გავლენა იქონიოს, მაგრამ, როდესაც შეყვარბეული ხართ, მაშინ ნაკლებ დროს უთმობთ, ამაზე ფიქრს, რადგან იცით, რომ მას ისეთი შეუყვარდით, როგორიც ხართ.
11. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია
შეყვარებული ადამიანი წარსულს, აწმყოსა და მომავალს მხოლოდ ერთ ადამიანს უკავშირებს. ასე რომ, როდესაც შეყვარებული ხართ, თქვენი ცხოვრების თითოეული წამი თქვენს რჩეულს უკავშირდება. ხშირად, ეს ყველაფერი გაუცნობიერებლადაც კი ხდება და ამის გაცნობიერებას მხოლოდ მაშინ იწყებთ, თუ ის მიგატოვებთ, რადგან თქვენი ცხოვრება რადიკალურად დაიწყებს შეცვლას.
12. როდესაც ის გავსებს
როდესაც უყურებთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ, მუცელში პეპლებს გრძნობთ. ეს ფრაზა ნამდვილად, იმ ადამიანების მოგონილია, რომლებსაც ვიღაც მართლაც ძალიან მოსწონებიათ, მაგრამ სიყვარულს რაც შეეხება, მის განსაცდელად პეპლები საჭირო არ არის, რადგან როდესაც უყურებთ ადამიანს, რომელიც გიყვართ კმაყოფილების განცდა გეუფლებათ, იცით, რომ ის ერთადერთი ადამაინია, რომელიც გავსებთ.
13. მზად ხართ ურთიერთობის შესანარჩუნებლად
საკმარისია, ადამიანმა, რომელიც მოგწონთ, რამე სისულელე გააკეთოს და დაუფიქრებლად მიატოვებთ, მაგრამ როდესაც შეყვარებული ხართ, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მაქსიმალურად ეცდებით მტკიცედ იდგეთ მის გვერდით.
14. როდესაც საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებთ
როდესაც ვინმე მოგწონს, შეგწევს ძალა, საკუთარი თავი აიძულო, შეწყვიტოს მასზე ფიქრი, თუმცა როდესაც გიყვარს, მისი თავიდან ამოგდება, უბრალოდ, შეუძლებელი ხდება.
15. როდესაც მისი დავიწყება წარმოუდგენელია
როდესაც მოგწონს, მასთან განშორებით გამოწვეულ ტკივილსადრე თუგვიან გადალახავ, თუმცა, როდესაც გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ის შენ გვერდით იქნება თუ არა, ის შენს გულში მუდამ განსაკუთრებულადგილს დაიკავებს.
16. როდესაც პატივს სცემთ
თუ ვინმე გიყვართ, წარმოუდგენელია, მას პატივს არ სცემდეთ, არ უყურებდეთ, როგორც თანასწორს და არ რჩებოდეთ ბოლომდე მის ერთგულად.
17. რაღაც “უფრო მეტი”
როდესაც შეყვარებული ხარ, გიჭირს, კონკრეტულ ქმედებებს ახსნები მოუძებნო ან უბრალოდ არც ცდილობ ამას, რადგან ის გრძნობა, რასაც განიცდი, სავსებით საკმარისია, რომ ყველა შეკითხვა ერთი პასუხის ქვეშ მოაქციო. სწორეს ამ დროს ხვდები, რომ შეყვარებული ხარ.
როგორც ჩანს სიყვარულსა და მოწონებას შორის ზღვარი არსებობს, თუმცა კითხვებითა და მათზე პასუხის გაცემით კიარა, შეგრძებებით ვაფიქსირებთ ამ ზღვარს. ნუ დაიბნევით, თუ მდგომარეობები ერთნაირი იქნება და არ შეგეძლებათ, გადაჭრით თქვენს გრძნობას სტატუსი მიანიჭოთ, ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი პირობითია, ამიტომ ბევრ დროს ჭეშმარიტების ძებნაში ნუ დაკარგავთ და უბრალოდ, ურთიერთობით ისიამოვნეთ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, მოწონება
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია