კომფორტის ზონაში დარჩენა, ხშირად სასიამოვნო და ადვილი გადაწყვეტილებაა. თუმცა ის, შესაძლოა, ხელს უშლიდეს თქვენს პიროვნულ ზრდასა თუ განვითარებას. ასევე, კომფორტის ზონა, უარყოფითად აისახება თქვენი ცხოვრების გრძელვადიან პერიოდზეც
1. თქვენ ვერ აღმოაჩენთ ნამდვილ გატაცებას
თუ თქვენ კომფორტის ზონაში დარჩებით, დიდი ალბათობით, პატარ-პატარა სასიამოვნო საქმეებსა და მცირე წარმატებასაც აღმოაჩენთ, მაგრამ ეს თქვენი ნამდვილი გატაცება იქნება? სავარაუდოა, რომ არა. ჭეშმარიტი გატაცების აღმოჩენა, ხშირად მოითხოვს რისკზე წასვლის, ცხოვრებისეულ თავგადასავლებსა და თამამ გადაწყვეტილებებს. კომფორტის ზონა კი, ამ ყველაფრის საშუალებას, უბრალოდ, არ მოგცემთ.
თქვენ შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ცხოვრებისეული მიზნების გარეშე და მხოლოდ კომფორტზე კონცენტრირდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის, მხოლოდ ეს არ კმარა.
2. ის ხელს უშლის თქვენს კარიერას
მეორე მიზეზი არის ის, რომ კომფორტის ზონა ხელს უშლის თქვენს პიროვნულ ზრდასა და განვითარებას. შესაბამისად, თქვენ ვერ გააგრძელებთ გზას, ვერ ისწავლით და ვერც საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. თქვენ წლების განმავლობაში დარჩებით იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერასოდეს მიიღებთ უფრო მეტ ჯილდოს და თუ ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება ის დროც დადგეს, რომ თქვენს კარიერას, უბრალოდ ჩამორჩებით. ზრდა და ცვლილებები ჯანსაღი კარიერული განვითარების ნაწილია და კომფორტის ზონა, სწორედ ამის საშუალებას გართმევთ.
3. ის კლავს თქვენს შემოქმედებითობას
რაც უფრო ძლიერია თქვენი ჩვევები, მით უფრო რთულია მისი შეცვლა. თუ ბევრ დროს ხარჯავთ რუტინულ საქმეზე, ის მოკლავს შემოქმედებითობას, რადგან არაკრეატიული სამუშაო, უბრალოდ ჩვევად იქცევა.
ამას გარდა, შემოქმედებითობა არის უნარი, რომელსაც თუ არ გამოიყენებთ, უბრალოდ დაგავიწყდებათ. კომფორტის ზონა ანადგურებს თქვენს შემოქმედებას და შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს მის დაბრუნებას.
დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დიდხანს დარჩებით კომფორტის ზონაში, მით ნაკლებად შეძლებთ ფეხი აუწყოთ ცხოვრების რიტმს, რომელიც ყოველდღიურად ჩქარდება. სიახლის ნაკლებობა ხელს უწყობს ტვინს ავტოპილოტურ რეჟიმში გადართვას. ეს ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ისე ჩაივლის, რომ ვერც კი მოასწრებთ მისი თითოეული წამით სიამოვნების მიღებას.
თემები: ფსიქოლოგია, თავდაჯერებულობა, კომფორტის ზონა, რჩევები