კლიშეა იმის თქმა, რომ ყველა განსაკუთრებული და უნიკალურია. მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ კლიშეა, არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შენ უნიკალური ხარ. შენ გაქვს რაღაც, რაც სხვა ადამიანებისგან გამოგარჩევს.

მაგრამ, იცი რა არის ეს „რაღაც“?

ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რა არის ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. ჩვენ უნდა იცოდეთ ჩვენი უნიკალური ძალა და ნიჭი. თუ ჯერ არ აღმოგიჩენია შენი განსაკუთრებული უნარი, მაშინ ჩვენ საინტერესო გზას შემოგთავაზებთ.

1. შენი პიროვნება

პირველ რიგში, სხვა თვალით დაათვალიერე შენი პიროვნება. როგორი ხარ? რა თვისებებით გამოირჩევი ყველაზე მეტად? სთხოვე დახმარება ახლობლებს და ჰკითხე - რას ფიქრობენ, რა არის შენი ყველაზე განსაკუთრებული თვისება?

შენი თვისებები საშუალებას გაძლევს გამოარჩიო საკუთარი თავი სხვა ადამიანებისგან. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

2. შენი ქცევები

როგორი ხარ სხვა ადამიანებთან? კარგი მსმენელი ხარ? შეგიძლია თანაგრძნობა? იცინიან ადამიანები შენს ხუმრობებზე? აქ შეგიძლია კიდევ ერთხელ სთხოვო სხვა ადამიანებს დახმარება - რა მოსწონთ ყველაზე მეტად თქვენთან ურთიერთობის დროს?

3. შენი ჩვევები

რაც შეეხება შენს ჩვევებს - რომელია საუკეთესო ჩვევები? რითი ამაყობთ ყველაზე მეტად? რას მოაქვს ყველაზე მეტი კმაყოფილება?

ამ სამ კითხვაზე პასუხით, შენ შეგიძლია გამოავლინო შენი სუპერძალა - ის,რაც ნამდვილად, განსაკუთრებულს გახდის.

რატომ უნდა იცოდეთ ეს?

პირველი, ეს დაგეხმარება ნდობის მოპოვებაში. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ აქცენტს ჩვენს შეცდომებსა თუ ნაკლოვანებებზე და არ ვაძლევთ ჩვენს ძალებს საკმარის დაფასებას. ისწავლე საკუთარი თავით ისე აღფრთოვანება და დაფასება, როგორც სხვა ადამიანებით.

მეორე, ის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება. შენი ძლიერი მხარე ხშირად განსაზღვრავს სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზებს. თუ არ იცი როგორ თანაუგრძნო მეგობარს, მაგრამ კარგი მსმენელი ხარ, მაშინ ამ ფორმით დაუჭირე მხარი. თუ არ იცი როგორ დაფარო ვალები, მაგრამ ყოველთვის ბევრს შრომობ, გამოიყენე ეს შენს სასარგებლოდ. უბრალოდ, გაიცანი საკუთარი თავი.

არასოდეს დაივიწყო შენი პიროვნება, თვისებები, ჩვევები და ის ყველაფერი, რაც განსხვავებულს გახდის. შენ თავისებურად უნიკალური და ძლიერი ხართ. რაც უკეთ გაიცნობ საკუთარ თავს, მით უკეთ შეძლებ საკუთარი ნიჭის შენს სასარგებლოდ გამოყენებას და შესაბამისად, წარმატების მიღწევას.