მშობლები

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

მაშინ, როცა ჩვენი ყურადღება ბოლომდე შვილებზე უნდა იყოს ორიენტირებული, სატელეფონო ან ელექტრონული შეტყობინება მოგვდის და ჩვენი ყურადღებაც მათზე გადაგვაქვს. ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში? რა თქმა უნდა ყოფილხართ და არა ერთხელ! თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სოციალურ სამყაროს აქვს უპირატესობა, გაგვიმრავალფეროვნოს ყოველდღიური და ერთფეროვანი მდგომარეობები, როგორიც არის საოჯახო საქმე, შვილების განათლების და აღზრდის პროცესი. მათი დახმარებით ყველაფერი, რისი კეთებაც ყოველდღიურად გვიწევს გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება, თუმცა, როგორც ყველა შემთხვევას, ამასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარე.

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

ჟურნალში "განვითარებისა და ქცევის პედიატრია" გამოქვეყნდა უახლესი კვლევა, რომლის თანახმადაც, ჩვენი შვილების ირგვლივ სმარტფონების ხშირი გამოყენებით, შესაძლოა, ოჯახში ხშირი კონფლიქტების გამომწვევები გავხდეთ.

რატომ? იმიტომ, რომ სამსახურეობრივ, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობებს შორისაც არსებობს მკვეთრი ზღვარი. ხოლო, როცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მშობლები და ასევე აქტიურად დავიცვათ ჩვენი სოცალური როლი სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში, ამ ზღვარს ვშლით და საბოლოოდ, არც სრულფასოვანი მშობლები ვართ და არც სრულფასოვანი სოცალური ცხოვრება გამოგვდის.

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

ნახსენები კვლევისთვის, მკვლევარებმა გამოკითხეს 35 მშობელი, რომელთაგან უმრავლესობამ დაიჩივლა სმარტფონების გამოყენების უარყოფით მხარეებზე. უმრავლესობის თქმით, მათი სოციალურად აქტიური ცხოვრების სურვილი, ხშირად, ოჯახში არსებულ მდგომარეობს აფუჭებს და კონფლიქტებს იწვევს. მშობლების თქმით, ყველა ნეგატიური სიახლე, რომელსაც სოციალურ ქსელში ხვდებიან, უარყოფით გავლენას ახდენს შვილებთან კომუნიკაციაზე.

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

როგორც მოგეხსენებათ, ახალ თაობას ახალი ტექნოლოგიების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს და პატარა ასაკიდან მათ დაუფლებას ცდილობენ. შესაბამისად, ბავშვურად, გაუცნობიერებლად, მათ ხშირად უვარდებათ მშობლების ძვირადღირებული სმარტფონები, იპარავენ მათ, რათა ჩუმად ითამაშონ. მშობლებმა აღიარეს, რომ მსგავს შემთხვევებში, ისინი შეუვალნი ხდებიან და ძალიან მკაცრად სჯიან თავიანთ შვილებს. შვილის აღზრდა მარტივი ნამდვილად არ არის, შესამისად, ძალიან ბევრ მშობელს, სტრესი და დაღლილობა აწუხებს და მათგან გასაქცევად, საუკეთესო თავშესაფრად თავიანთი სმარტფონები და სოციალური სივრცე მიაჩნიათ, რაშიც მათი გამტყუნება, ზოგჯერ, ძალიან რთულია.

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

"მშობლები ცდილობენ ბალანსი დაიცვან ოჯახსა და სურვილს შორის, იყვნენ მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში" - განმარტავს კვლევის ავტორი, ქცევის ექსპერტი და მიჩიგანის უნივერსიტეტის პედიატრი, ჯენი რადენსკი. "ადამიანს, ყველაზე მეტად უჭირს გადართოს საკუთარი ტვინი მშობლის ამპლუაზე, დედობრივ და მამობრივ პასუხიმგებლობაზე, ვიდრე სხვა დანარჩენი სიახლის მიღება. ამ შემთხვევაში პიროვნებასა და პასუხისმგებლობებს შორის არსებული ზღვარი ძალიან ბუნდოვანია".

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

გამოდის, რომ აქვს გამართლება მშობლების ყურადღების ნაკლებობასაც, თუმცა, საქმე შვილებს ეხება, ახალ ადამიანებს, რომლებზეც პასუხისმგებელნი ვართ მანამ, სანამ თავიანთ დამოუკიდებელ არჩევანს არ გააკეთებენ. შესაბამისად, იმ ბალანსის დაცვა, რომელსაც თანამედროვე მშობლები, როგორც ჩანს, ცდილობენ, თუმცა, არც ისე სწორად, აუცილებელია. მშობლები არ არიან ვალდებულნი თავიანთი დროის 100% მთლიანად ოჯახსა და შვილებს დაუთმონ, თუმცა, არც ზედმეტი უყურადღებობა და გულგრილობაა გონივრული ქმედება, რაც მთავარია თქვენი შვილებისთვის კარგის მომტანი.

მშობლების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების გავლენა შვილებზე

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მშობლებს, გარდა ოჯახური პასუხისმგებლობისა, გვაქვს ცხოვრება მის გარეთაც, იქნება ეს სამსახური, სოციალური თუ მეგობრული ურთიერთობები. არცერთი არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ რომელიმეს უპასუხისმგებლოდ მოვექცეთ. მთავარია, გამოვიმუშავოთ დროის მენეჯმენტი, ოჯახში ყოფნისას გმაოვუყოთ სოცალურ სამყაროს მინიმალური დრო და ვეთამაშოთ, ვასწავლოთ სიახლეები ჩვენს შვილებს და ვეცადოთ გავუწიოთ სრულფასოვანი დედობა!



parents.com