LIFE

3 მიზეზი თუ რატომ არიან მომხიბვლელი ქალები პარტნიორის გარეშე

3 მიზეზი თუ რატომ არიან მომხიბვლელი ქალები პარტნიორის გარეშე

ცხოვრება ნამდვილად არ არის კეთილი იმ ადამიანების მიმართ ვინც განსაკუთრებული ვიზუალით არ გამოირჩევა, მაგრამ ახლა განვიხილოთ ის ადამიანები, ვინც ძალიან მიმზიდველები არიან. ცხოვრება მათაც სჯის, თუმცა, სხვაგვარად. ადამიანების რიცხვი, რომლებმაც ვერ იპოვეს ცხოვრების მეგზური, გლობალურად იზრდება.

Refinery29 გამოაქვეყნა 2005 წლის კვლევის შედეგები, როცა მოსახლეობის ‘მხოლოდ’ 49% არ ჰყავდა პარტნიორი, ხოლო 2014 წელს ამ მონაცემის პროცენტული მაჩვენებელი 64%-მდე გაიზარდა.

როგორც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, ლამაზი ქალებიც ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლნი. გავრცელებულ სტერეოტიპებს შორისაა ის, რომ ლამაზი ქალები ქედმაღლები არიან და გონებაგამჭრეახობითაც არ გამოირჩევიან. მედია საშუალებებიც უწყობს ხელს ამ შეხედულების გავრცელებას. უბრალოდ გაიხსენე, რამდენჯერ გინახავს ტელევიზორში ქერა გოგონა, რომელსაც ყველა დასცინის. ეს და კიდევ უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ რატომ არიან მომხიბვლელი ქალბატონები მარტო. საზოგადოებაში გაბატონებულმა აზრმა მიანიჭა მათ გარკვეული იარლიყები, რომელთა მოშორება არც თუ ისე მარტივია:

1. მიმზიდველი ქალი უკვე დაკავებულია

3 მიზეზი თუ რატომ არიან მომხიბვლელი ქალები პარტნიორის გარეშე

რამდენჯერ ნდომებია შენს მეგობარს ქალთან ფლირტი, თუმცა გადაუფიქრებია რადგან ის დაკავებული ეგონა? შემიძლია მილიონი შემთხვევა ჩამოგითვალო მსგავსი ფაქტების. ‘ასეთ მომხიბვლელ ქალს მარტო ვინ გააჩერებდა’. შემდეგ კი ხდება ის, რომ მიმზიდველ ქალებს ყველაზე იშვიათად პატიჟებენ სადილზე, პაემანზე ან უბრალოდ სასმელზე. ირონიულად ჟღერს არა?! პატარა რჩევას მოგცემთ: ნუ ივარაუდებთ, პირდაპირ ჰკითხეთ!

2. მიმზიდველი ქალი აუცილებლად სნობი და ზედმეტად მომთხოვნია

3 მიზეზი თუ რატომ არიან მომხიბვლელი ქალები პარტნიორის გარეშე

დიახ, ზოგიერთი ქალი, ისევე როგორც მამაკაცი ზედმეტად მომთხოვნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალი ასეთია! სცადე, გამოიყენე შანსი. მიმზიდველი ქალი, რომელიც შენს გვერით ზის, შეიძლება შენსავით დაინტერესებული იყოს ინტელექტუალური საუბრებით და სურდეს თავგადასავლები. არასდროს ენდო სტერეოტიპებს, შეიძლება ასე ხელიდან შანსი გაუშვა!

3. მიმზიდველი ქალები აუცილებლად ძალიან სექსუალურ მამაკაცებს ხვდებიან

3 მიზეზი თუ რატომ არიან მომხიბვლელი ქალები პარტნიორის გარეშე

ეს კიდევ ერთ-ერთი ზეწოლაა საზოგადოების მხრიდან სექსუალური და მიმზიდველი ქალების მისამართით. ქალები თვლიან, რომ აუცილებელია მათი პარტნიორი არაამქვეყიური გარეგნობის იყოს და ამიტომ, ხშირად მარტო რჩებიან. მამაკაცები ასეთ სიტუაციაში მათ უნდა დაეხმარნონ და ერთხელ და საბოლოოდ დაამსხვრიონ ეს სტერეოტიპი! როგორც ამბობენ სიყვარული უცნაური რამაა...



<a href="http://www.metdaan.com/reasons-attractive-women-single">http://www.metdaan.com</a>