სილამაზე

ბუნებრივი მეთოდები თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

ბუნებრივი მეთოდები თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

ქალის სილამაზის საიდუმლო მის ჯანმრთელ კანშია. რაც არ უნდა კარგად გექცვათ, საუკეთესო მაკიაჟი გაიკეთოთ, საუკეთესო სხეულის ფორმები გქონდეთ, უპირველესად, ჯანმრთელი და თვალისმომჭრელად ლამაზი გარეგნობისთვის, მნიშვნელოვანია სუფთა და მოვლილი კანი. 

ხშირად, კანის ჯანსაღი იერისთვის უპირობოდ საჭიროდ ძვირადღირებული, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კოსმეტიკური კრემები მიაჩნიათ. ჩვენ კი გეტყვით, რომ კანის მოვლა სახლის პირობებშიც საუკეთესოდ შეიძლება. ნაკლები ხარჯითა და ძალიან ეფექტური შედეგით. მიჰყევით TREND-ის რჩევებს და იზრუნეთ თქვენი კანის ბრწყინვალებაზე:

1. მასაჟი ზეითუნის ზეთით

ბუნებრივი მეთოდები თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

ზეითუნის ზეთი არის საუკეთესო ზეთი იმ ზეთებს შორის, რომელთა კანისთვის გამოყენებაც შეიძლება. გაიკეთეთ მასაჟი და გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი. თუ თავად ცალკეული ადგილების დამუშავებას ვერ შეძლებთ, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს. ზეთის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ იგი სავსეა ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რაც კანის სირბილისა და სიგლუვისთვის ყველაზე საჭირო მოთხოვნებია.

ზეითუნის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს A-სა და E-ს, ისინი კი კანისთვის ყველაზე სასარგებლო ვიტამინებად ითვლება. ზეთის გამოყენებამდე, უჯობესი იქნება თუ მას ოდნავ შეათბობთ და ამის შემდეგ გაიკეთებს სხეულის მასაჟს 10 წუთის განმავლობაში.

საუკეთესო ვარიანტია, ამ მეთოდის ძილის წინ გამოყენება.

2. გამოიყენეთ სახის ნიღაბი

ბუნებრივი მეთოდები თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

ამისთვის, სულ არ არის აუცილებელი ძვირადღირებული პროდუქციის შეძენა. ყველაზე კარგი, რაც საკუთარ თავს შეგიძლიათ გაუკეთოთ, ორგანული, ნატურალური პროდუქტის ნიღბებია. გამოიყენეთ კიტრი ან კიტრის წვენი შეურიეთ კვერცხის ცილას, დაამატეთ ლიმნის წვენი და E ვიტამინის ზეთი.

აღნიშნული ნიღაბი არის საუკეთესო, როგორც კანის სიჯანსაღისთვის, ასევე მისი ელასტიკურობისთვისაც. გაიჩერეთ იგი 10-15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ალოე ვერა

ბუნებრივი მეთოდები თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

როცა საქმე გაუხეშებულ და გამომშრალ კანს ეხება, საუკეთესო გამოსავალი ალოე ვერაა. ვაშლის მჟავა და ალოე ვერა კანს ელასტიკურობის შენარჩუნებასა და აღდგენაში ეხმარება და ხელს უშლის მის ჩამოშვებასა და მოდუნებას. გარდა ამისა, ალოე ბუნებრივი და საუკეთესო საშუალებაა კანის დასატენიანებლად. მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყელის მიმდებარეთაც. გაიჩრეთ 15-20 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

გირჩევთ ერთ საუკეთესო მეთოდსაც, ერთ სუფრის კოვზ ალოეს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი მაიონეზი და ცოტა თაფლი. გაიჩერეთ მიღებული მასა 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ მიისხით სახეზე ცივი წყალი. ეს მეთოდი არის საუკეთესო საშუალება თქვენი კანის ჯანმრთელობისთვის, რისი ცდაც, სახლის პირობებში, მარტივად შეგიძლიათ.

4. ვარდის წყალი

ბუნებრივი მეთოდები თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

ვარდის წყალი ერთ-ერთი პირველია, რაც კანის მოვლის საუკეთესო და ბუნებრივ საშუალებებს შორის ხვდება. იგი საუკეთესო გამწმენდია, ასევე საუკეთესო დამატენიანებელიც. გამოდის, რომ ერთი კანის მოვლის საშუალების გამოყენებით ორ პრობლემას მოიგვარებთ.

5. წყალი

ბუნებრივი მეთოდები თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

აი ეს კი ყველა პრობლემას აგვარებს! გარდა იმისა, რომ წყლის დიდი რაოდენობით მიღება თქვენს ორგანიზმში არსებულ ცუდ ნივთიერებებსა და ტოქსინებს გამორეცხავს, საუკეთესოდ მოქმედებს კანზეც. ბევრი წყლის სმა ატონიზირებს და აცოცხლებს კანს ისე, როგორც არცერთ კანის მოვლის საშუალებას არ ძალუძს.



allwomenstalk.com