LIFE

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

ბრიტნი სპირსის მარცხი

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

2007 წელს ბრიტნი სპირსმა თავისი საქციელით დაჩრდილა ყველა სტატია მოდელი ანა-ნიკოლ სმიტის გარდაცვალების შესახებ. ბრიტნი სპირსი თავად მივიდა კლინიკაში და მოითხოვა ემკურნალათ მისთვის, რადგან როგორც თვითონ ამბობდა ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული. თუმცა იქ ის ერთი დღეც კი ვერ გაჩერდა, დაბრუნდა ლოს ანჯელესში და გადაწყვიტა თმის გადაპარსვა. იმის შემდეგ, რაც ის სალონიდან უარით გამოისტუმრეს, მან თავად გადაიპარსა თავი. უამრავი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდა თავს ის სინამდვილეში, ფოტოებს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ის ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო.

პაპარაციმ გადაუღო ბრიტნის ეს ფოტო, სადაც ჩანს, რომ მას თავისი 8 თვის შვილი ხელიდან უვარდებოდა, რომ არა მისი მცველი.

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

ბრიტნი სპირსი განსაკუთრებით არ უფრთხილდებოდა შვილებს და ბევრისთვის ეს სალაპარაკო თემა იყო, ამ ფოტოზე აღბეჭდილია თუ როგორ ატარებს ბრიტნი მანქანას თავის თვეების შვილთან ერთად.

პრინცესა დიანას უკანასკნელი ფოტო

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

პაპარაცები მისდევდნენ პრინცესა დიანას სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მისი გარდაცვალების მიზეზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერსიაც ეს არის- მძღოლი ცდილობდა პაპარაცებისგან თავის დაღწევას, რის გამოც ისინი ავარიაში მოყვნენ. პაპარაცებს სურდათ დაეფიქსირებინათ პრინცესა დიანა შეყვარებულ დოდი ალ-ფაიდთან ერთად, მისი მცველი რევორ რის-ჯონსი, ერთადერთი ვინც ავარიას გადაურჩა, კი ცდილობდა ხელი შეეშალა ფოტოგრაფისთვის. ამ დროს პრინცესა უკანა სავარძელზე დამალვას ცდილობდა.

მაიკლ ჯექსონმა ‘გადაკიდა’ შვილი აივნიდან

 

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

ცნობილი ადამიანების უმრავლესობა ცდილობს დაემალოს პაპარაცებს, ზოგი კი პირიქით ნავთს ასხავს ცეცხლში. 2002 წელს მაიკლ ჯექსონი იმყოფებოდა ბერლინში, როცა მან შეამჩნია, რომ პაპარაცები ჩუმად უღებდნენ კადრებს, მან ‘გადაკიდა’ შვილი აივნიდან, რადგან პაპარაცებს შესძლებოდათ ბავშვისთვის უკეთესი ფოტოების გადაღება.

კრისტენ სტიუარდის ღალატი

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

2012 წელს ფილმი ‘ფიფქია და მონადირეს’ გადასაღებ მოედანზე კრისტენ სტიუარდს ჰქონდა საიდუმლო რომანი რეჟისორ რუპერტ სანდერსთან. პაპარაცებმა სააშკარაოზე გამოიტანეს ეს ფაქტი. ამ პერიოდში კრისტენის საქმრო რობერტ პატინსონი იყო, მოტყუებულმა საქმრომ ჩაშალა ქორწილი. კრისტენს და რობერტს შორის დღემდე არ აღდგენილა ურთიერთობა.

შიშველი ჰერცოგინია კეტრინი

 

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

2012 წლის სექტემბერში კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინის ფოტოები მოხვდა ფრანგური ჟურნალი Closer-ის გარეკანზე. ფოტოზე არაფერი კრიმინალური არ არის ასახული: პრინცი უილიამი და მისი მეუღლე კეიტი ირუჯებიან საცურაო აუზთან კერძო შატოზე ჩრდილოეთ საფრანგეთში. ჰერცოგინიამ მისცა თავს უფლება და გაიხადა საცურაო კოსტიუმის ნაწილი, ფოტოში ჩანს, რომ ის პრინცს მზისგან დამცავ კრემს უსმევს ზურგზე. კადრებმა გამოიწვიეს უზარმაზარი აჟიოტაჟი მთელს მსოფლიოში, ელიზაბეტ II კი გამოხატა აღშფოთება.

მადონნა, სტინგი და თუფაქ შაკური

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

ამ ფოტოში არაფერია სკანდალური და პროვოკაციული, მაგრამ ეს კადრი ნამდვილად იშვიათია. ამ ვარსკვლავებს ცოტა თუ აქვთ საერთო, თუმცა ამ წვეულებაზე ისინი ერთად მოხვდნენ და გაოგნებულმა ფოტოგრაფებმაც უამრავი ფოტო გადაიღეს.

სტივ ჯობსის ბოლო კადრედბი

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

კომპანია Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში სიმსივნით. მან უარი განაცხადა ოპერაციაზე და მკურნალობდა მცენარეებით, გახდა ვეგანი და ჰიპნოზიც კი სცადა. ბოლოს ჯობსმა ინანა თავისი გადაწყვეტილება და მიაკითხა ქირურგებს, თუმცა მისი მდგომარეობისთვის გვიანი აღმოჩნდა...ამ ბოლო ფოტომ შოკში ჩააგდო მისი გულშემატკივრები.

ჯონ ლენონი აძლევს ავტოგრაფს თავის მკვლელს

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

1980 წლის 8 დეკემბერს ჯონ ლენონს ესროლა ფანმა მარკ ჩეპმენმა საკუთარი სახლის ეზოში ნიუ იორკში. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა ლენონი იოკო ონოსთან ერთად მიდიოდა სტუდიაში ჩეპმენმა ავტოგრაფი გამოართვა მას. ფანებთან ერთად მუსიკოსს სახლთან ელოდებოდა ფოტოგრაფი პოლ გორეში, რომელმაც ეს ცნობილი ფოტო გადაიღო. ჩეპმენი ელოდებოდა ლენონს სახლთან და როცა ის იოკო ონოსთან ერთად დაბრუნდა სახლში ესროლა.

ქეით მოსი მოიხმარს კოკაინს

პაპარაცების მიერ გადაღებული ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური ფოტოები

ეს სკანდალი 2005 წელს მოხდა, როდესაც პაპარაცებმა დააფიქსირეს ქეით მოსი კოკაინის მოხმარებისას. ამ ამბის შემდეგ ქეით მოსი გაემგზავრა სარეაბილიტაციოდ და 2 წლის შემდეგ დაბრუნდა ბიზნესში.



<a href="http://www.cosmo.ru/stars/krupnim-planom/lysaya-britni-spirs-i-obnazhennaya-keyt-middlton-legendarnye-foto-paparacci/">http://www.cosmo.ru</a>