LIFE

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

მამაკაცებს რომ ტყუილებში ბადალი არ ჰყავთ, ამაში ყველა ქალი რწმუნდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ყველა კაცი ერთნაირია", თუმცა მათი უნარი მოიტყუონ, ლამაზად შეფუთონ არარსებული რეალობა, ხშირად, გაოცების საგანიც კი ხდება. 

არც იმის აუღნიშნაობა იქნება ურიგო, რომ არ არსებობს რაიმე, რასაც საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ მამაკაცების ხშირად ნათქვამ ტყუილებსაც აქვს თავისი მიზეზი. რა აიძულებთ მათ მოგვატყუონ? როგორ შევამციროთ ეს ტენდენცია და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ საყვარელი მამაკაცებისგან მეტი სიმართლე გავიგოთ?

TREND გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას, რაც მამაკაცების მხრიდან ტყუილების თქმის საფუძველი ხდება. 

1. როცა თქვენი შემოსავლები თანაბარია

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

როცა პარტნიორებს შორის, მამაკაცის შემოსავალი სჭარბობს ქალისას, შანსი იმისა, რომ მამაკაცმა მოიტყუოს მაღალია. 

იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის შემოსავალი ბევრად ჩამოუვარდება თქვენსას, მისი მხრიდან ტყუილების მოსმენის შანსი კიდევ უფრო იმატებს. 

რაც შეეხება პარტნიორების თანაბარ შემოსავალს, ამ შემთხვევაში, მამაკაცების მხრიდან ტყუილის თქმის შანსი საკმაოდ იკლებს. 

2. თუ გულრწფელი მეგობრები ჰყავს

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

ყველა ადამიანი ქცევებსა და თვისებებს მის გარშემო არსებული ადამიანების დახმარებით იყალიბებს. დამეთანხმებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი მეგობრები გვყავს. 

თუ თქვენი მამაკაცი გარშემორტყუმულია მატყუარა ადამიანებით, შანსი იმისა, რომ ისიც ხშირად იტყუება, მაღალია. მაგრამ, საპირისპირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საყვარელი მამაკაცის მეგობრები გულრწფელობით გამოირჩევიან. 

3. თუ ემოციურად კმაყოფილი და სავსეა

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

ძალიან ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ მამაკაცის ტყუილებს მათი ფიზიკური დაუკმაყოფილებლობა განაპირობებს. გვენდეთ, ფიზიკური მხარე, ამაში თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს. გაცილებით მნიშვნელოვანია ემოცირი მხარე, რომელიც თუ დაულაგებელი და მოუწესრიგებელია, პრობლემებსა და ტყუილებს იწვევს. მამაკაცს, ისევე, როგორც ქალს, ძალიან სჭირდება ემოციური კმაყოფილების განცდა. 

4. თუ დიდი ოჯახი აქვს

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი მატყუარები დედისერთები არიან. თუ თქვენს პარტნიორს დიდი ოჯახი აქვს, მას ძალიან კარგად ეცოდინება, როგორ მოექცეს ძვირფას ქალს. 

5. თუ ადვილად სამართავია

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

თუ თქვენი პარტნიორი ადვილად სამართავია, მის მიერ ტყუილის თქმის სურვილის ალბათობაც იზრდება. ბოლოსდაბოლოს, თუ გამუდმებით იმას აგრძნობინებთ, რომ ყველა მის ქცევას აკონტროლებთ, მუდმივად ექნება იმის სურვილი, რომ დასხლტეს და განთავისუფლდეს. 

6. თუ მძიმე მეტალს უსმენს

როდის და რატომ იტყუებიან მამაკაცები

რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, მეცნიერები გვიმტკიცებენ, რომ მამაკაცი, რომელიც მძიმე მეტალს უსმენს, თითქმის არასოდეს იტყუება. კარგად იცნობთ თქვენი საყვარელი მამაკაცის გემოვნებას? 



allwomenstalk.com