სილამაზე

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

ნიშნები, რომ ყოველდღიურად აზიანებთ კბილებს:

თუ თქვენი ღრძილები ზემოთ იწევენ.. 

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

თითოეული კბილი დაცულია მინანქრით, რომელსაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოთ ძლიერი გახეხვით. მინანქრის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა ღრძილებმა უკან დახევა დაიწყონ, რის შედეგადაც კბილების ფესვები დიდ საფრთხეში აღმოჩნდება. თუ თქვენი კბილები ამ წერტილს მიაღწევს, შესაძლოა დაგჭირდეთ ფესვებზე მკურნალობა ან თუნდაც კბილების ამოღება. 

სტომატოლოგების აზრით, მთელს მსოფლიოში, არასწორი გამოხეხვის გამო, მოსახლეობის დაახლოებით 10% -20% იზიანებს ღრძილებს.

 თუ თქვენი კბილები ძალიან მგრძნობიარეა... 

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

თუ მინანქარი დაზიანდება და ღრძილები უკან დაიხევს, მაშინ კბილები ძალიან მგრძნობიარე გახდება. ამის მიზეზი ისაა, ახლა თქვენი ფესვები დაუცველია და ნებისმიერ ფაქტორზე რეაგირებს. ამ დროს ძალიან რთულია ცხელი ან ცივი სასმელის, ზედმეტად მჟავე, ტკბილი ან მწარე საკვების მიღება. 

თუ კბილის ჯაგრისის „გაბურძგნულია“... 

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

დაზიანებული კბილის ჯაგრისი კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ კბილებს ძალიან ძლიერად აწვებით. რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიგი პრობლემების გამომწვევი მიზეზია.

როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

გამოიყენეთ კბილის რბილი ჯაგრისი 

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

კბილებს ზიანს აყენებს არა მხოლოდ გამოხეხვის სიჩქარე და ძალა, არამედ კბილის ჯაგრისის ხარისხიც. რბილი ჯაგრების არჩევა პირველი ეტაპია, შემდეგ უნდა გადახედოთ გამოხეხვის მეთოდს. კბილის ჯაგრისი 45 გრადუსიანი კუთხით უნდა დახაროთ და ფრთხილად ამოძრაოთ ზედა და ქვედა მიმართულებით. შეგიძლიათ სცადოთ მისი არა დომინანტი ხელით გამოხეხვა. ამ შემთხვევაში, კბილზე ზეწოლა შემცირდება. 

გამოიყენეთ ელექტრო კბილის ჯაგრისი

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

ელექტრო კბილის ჯაგრისის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისება ის არის, რომ ის აღიქვამს, როდესაც კბილებს ძლიერად აწვებით. ამ შემთხვევაში, ციმციმა მწვანე შუქი გაწითლდება და განსხვავებულ ხმაურს დაიწყებს. ასე რომ, თქვენ ყოველთვის გააკონტროლებთ გამოხეხვის პროცესს. 

დაიჭირეთ კბილის ჯაგრისი მხოლოდ 3 თითით 

3 ნიშანი იმისა, რომ კბილებს ძალიან უხეშად იხეხავთ - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

კბილის ჯაგრისის კალამივით ჩატარება დაგეხმარებათ შეამციროთ ზეწოლა კბილებზე. როდესაც კბილის ჯაგრისს მუჭით იჭერ, ადვილად შეგიძლიათ დაკარგოთ კონტროლი თქვენს ძალასა და სიჩქარეზე. ამიტომ, სცადეთ ეს ხერხი, ის ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია. 

რა თქმა უნდა, ეს რჩევები მხოლოდ პრევენციისთვისაა გამოსადეგი. თუ კბილის ძლიერი გამოხეხვით უკვე დაზიანებულია მინანქარი და ღრძილები, დროა სტომატოლოგს მიაკითხოთ და პროფესიონალური დახმარება მიიღოთ.