სარკეში ჩახედვისას, ჭკვიანი ქალები ხედავენ ძლიერი ადამიანის ანარეკლს, რომელმაც იცის რა სურს. „ჭკვიანი“ და „ინტელექტუალი“ მართალია სასურველი თვისებებია, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცისთვის ეს შეიძლება საშიშიც კი იყოს.
ალბათ ამიტომ, ჭკვიან ქალებს ძალიან უჭირთ სიყვარულის პოვნა...
1. თქვენ გაქვთ ანალიტიკური აზროვნება
ჭკვიანი ქალები პარტნიორში უფრო მეტს ეძებენ, ვიდრე რომანტიკული გრძნობებია. მათ სურთ ინტელექტუალური თანხვედრა. ისინი ხშირად აანალიზებენ თავიანთ პაემნებს. მათ აინტერესებთ როგორ შეძლებენ პარტნიორთან ინტელექტუალურ საუბარს ხანგრძლივ პერიოდში. და ეს სულაც არ არის ცუდი.
2. თქვენ იცით, რომ სჯობს იყოთ მარტო, ვიდრე არასწორ პარტნიორთან
...და არც ამაშია პრობლემა. ჭკვიანი ქალი იმდენად სწორ, შესაფერის პარტნიორის ეძებს, რომ თუ მისი მოლოდინები არ მართლდება, ის უბრალოდ ამთავრებს ურთიერთობას.
3. თქვენ იცით, რომ ურთიერთობები ხშირად მთავრდება
ჭკვიანმა ქალმა უბრალოდ იცის, რომ ცხოვრება სასტიკია და ურთიერთობების უმრავლესობა, უბრალოდ არ გამოდის. შედეგად, ის არ ჩქარობს ახალი ურთიერთობის წამოწყებას, თუმცა სწორი პარტნიორი, ამას ადვილად ხვდება.
4. თქვენ, შესაძლოა, ადამიანებს აშინებთ
ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ჭკვიანი ქალი თავდაჯერებულია და არ ეშინია მარტოობის. პარტნიორისთვის შესაძლოა არასასიამოვნო იყოს ის ფაქტი, რომ თქვენ წარმატებული ხართ ცხოვრების იმ სფეროებში, სადაც მათ ცოდნა არ აქვთ.
5. თქვენ იცით, როგორ დაიცვათ საკუთარი თავი
ამ სამყაროში, ჭკვიანი ადამიანები ხშირად კარგად აცნობიერებს საფრთხეს მოცემულ სიტუაციაში და ეს პაემნებსაც მოიცავს. ისინი კარგად თამაშობენ, ფრთხილად სინჯავენ ნიადაგს და ცდილობენ საკუთარი თავის დასაცავად, მყარი ბარიერები აღმართონ.
თემები: ქალები, ჭკვიანი ქალები, ინტელექტუალი, ჭკვიანი ადამიანები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია