სილამაზე

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

შეგიძლიათ გაიხსენოთ თუნდაც ერთი ქალი, რომელიც თავისი გარეგნობით 100%-ით კმაყოფილია? რომელიც არასოდეს წუწუნებს იმაზე, თუ რა ცუდი ცხვირი აქვს, როგორი საშინელი თმა, აუტანელი სხეულის ფორმები და ა.შ. 

დიახ, რთულია! ქალები უკმაყოფილებითა და საკუთარი თავის ძაგებით სამყაროში პირველ ადგილს ვიკავებთ. გამუდმებით გვსურს ვიყოთ ისეთი, როგორიც არ ვართ. ამგვარ ჩივილებსა და უკმაყოფილებებში კი, შესაძლოა, სულაც ჩვენი გარეგნობის განსაკუთრებულობას ვერ ვამჩნევდეთ. მართლაც, ნამდვილად ჩვენი ნაკლია ის რაც გვაწუხებს? რა იქნებოდა, რომ პირიქით გვეფიქრა? 

გარწმუნებთ, თქვენ უბრალოდ ვერ ამჩნევთ საკუთარი ხასიათის დეტალებს როგორ ძალიან უხდება თქვენი გარეგნობა! გთავაზობთ ჩამონათვალს იმისთვის, რომ დარწმუნდეთ საკუთარ განსაკუთრებულობაში:

1. ჭორფლები 

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ჭორფლი მათი ძალიან დიდი ნაკლია. ამის გამო სარკესთან, უამრავი კოსმეტიკის გამოყენებით ხანგრძლივად ცდილობენ დაფარონ ისინი. 

ვინ გითხრათ, რომ ჭორფლი ნაკლია? თუ დაგვიჯერებთ, ნაკლი კი არა, ერთ-ერთი საუკეთესო გარეგნობის მატარებელი ბრძანდებით. ადამიანები საათობით ეფიცხებიან ზაფხულის მზეს იმის გამო, რომ სახესა და მხრებზე ჭორფლი გამოუვიდეთ. თქვენ კი დგახართ და ამ სილამაზის დამალვას ცდილობთ? შეიყვარეთ თქვენი ჭორფლი და იამაყეთ ამით. 

2. პატარა მკერდი 

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

მინდა გითხრათ, რომ პატარა მკერდი ძალიან მგრძნობიარეა და შესაბამისად, თქვენც ბედნიერი ბრძანდებით. მამაკაცების უმრავლესობა პატარა მკერდის მქონე ქალებს ძალიან სექსუალურებად მიიჩნევს. 

3. დიდი მკერდი 

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს პატარა მკერდი მოსწონთ, მერწმუნეთ, არც ლამაზი და დიდი მკერდი რჩებათ მხედველობის მიღმა. მეტიც, თუ კი ისინი ქალის გარეგნობაში პირველად რაიმეს ამჩნევენ, ეს სწორედ დიდი მკერდი და მრგვალი ფორმებია. შესაბამისად, მოიშორეთ ეს არარეალური კომპლექსი და ხაზი გაუსვით საკუთარი ფორმების განსაკუთრებულობას. 

4. დიდი საჯდომი

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

ახლავე შეეშვით თქვენი იდეალური ფორმების გამო წუწუნს და დატკბით იმით, რაც თქვენი გენეტიკისგან საჩუქრად მიიღეთ! დიდი და მრგვალი ფორმის საჯდომი თითქმის ყველა ქალის ოცნებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ მამაკაცებზე!

5. ხვეული თმა

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

რამდენს გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ხვეული თმა გაქვთ და ამის გამო მუდამ ყურადღების ცენტრში ხართ? ხვეული თმა ნაკლი კიარა, თქვენი ვიზუალის ერთ-რთი განსაკუთრებულობაა, რომელიც, მართლაც არასდროს, არავის რჩება უყურადღებოდ. 

6. სწორი თმა

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

ქალების უმრავლესობას, როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ ის მოსწონს, რაც მას არ აქვს. ხვეულთმიანი გოგონები სწორ თმებზე ოცნებობენ, ხოლო სწორთმიანები კი პირიქით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანს გარეგნობის ინდივიდუალური მახასიათებლები გააჩნია. თქვენ გაქვთ ყველაფერი რაც გიხდებათ, დაფიქრდით, იქნებ, ხვეული თმა რომ გქონოდათ სულაც არ ყოფილიყავით ასეთი მომხიბვლელი?!

7. სიმაღლის კომპლექსი

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

აი რა აკომპლექსებს ქალებს! თუ დაბალი ხართ, ალბათ ფიქრობთ, რომ სექსუალორობა, მიმზიდველობა და გლამურულობა თქვენთან არაფერ შუაშია. გარწმუნებთ, თქვენი სიმაღლე თქვენს შარმსა და მომხიბლელობას ხელს არ უშლის. მეტიც, იცოდით, რომ მაღალ მამაკაცებს დაბალი ქალბატონები იზიდავთ?!

8. ძალიან მაღალი ქალი 

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

ისევე როგორც დაბლებს, მაღალ ქალბატონებსაც გამუდმებით სტანჯავთ იმის შეგრძნება, რომ არაფერი უხდებათ, ვერ ირგებენ ქუსლიან ფეხსაცმელს და ა.შ. მოეშვით უსაფუძვლო თმითგვემას და ამაყეთ იმით, რომ ყველაფრის მოხდენა შეგიძლიათ!

9. დაბადებიდან გამოყოლილი ნიშანი 

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

ძალიან ბევრ ქალბატონს სხეულსა და სახეზე დაბადებიდან სხვადასხვაგვარი ნიშნანი რჩებათ. იქნება ეს ლაქა, შრამი თუ სხვ. გიყვარდეთ თქვენი განსაკუთრებულობა, თქვენ სხვებისგან განსხვავებით კონკრეტული ნიშნით მოევლინეთ სამყაროს. ნუ ეცდებით მათ დამალვას!

10. კბილებს შორის დაშორება

შეიყვარეთ ის რაც თქვენი ნაკლი გგონიათ

თქვენ ამაზე წუწუნებთ მაშინ, როცა ადამიანები ჯანსაღ კბილებზე ოცნებობენ? გირჩევთ, თქვენი კბილების სიჯანსაღეზე ზრუნვა დაიწყოთ და მორჩეთ გუათავებელ წუწუნს, რომ უმრავლესობას ჩვეულებრივი ფორმის კბილები აქვს! რა არის იმაში ცუდი, რომ უმცირესობაში იყოთ? კბილებს შორის დაშორება სექსუალური და განსაკუთრებული ღიმილის საწინდარია! ამ მახასიათებლით ძალიან ბევრი ფრანგი ქალბატონი იბადება, გახსენდებათ მსოფლიოში ფრანგ ქალბატონებზე მიმზიდველი და დახვეწილი ქალები?



allwomenstalk.com