ტყავის ჩანთა, შავი შარვალი და სხვა ნივთები, რომელიც არ უნდა გადაყარო
- 20.09.2016
მოდა იცვლება, მიაქვს და მოაქვს ახალი ფორმები, ფერები, ქსოვილები; იხსენებს ძველს და ქმნის სრულიად ახალს. თუმცა არსებობს რამდენიმე ნივთი, რომლებსაც მოდა გვერდს ვერ უვლის ვერცერთ სეზონზე. შესაძლოა ინტერპრეტაციას ცვლიდეს, მაგრამ ყოველთვის მოდურია, მაგალითად, თეთრი პერანგი ან შავი კაბა. არსებობს რამდენიმე აქსესუარი ან სამოსი, რომლებიც სულ უნდა გქონდეს გარდერობში. მთავარია, ტანსაცმელი ხარისხიანი და კომფორტული იყოს. შესაძლოა, ახალ სეზონზე ფორმა და პრინტი შეიცვალოს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ის მოდის ტენდენციაში თავის ადგილს ისევ იპოვის. ან არც ისე ძნელია ხოლმე ძველმოდური საყელოსა თუ სიგრძის გადაკეთება. მთავარია, შეინახო და ამ ტანსაცმლისთვის ადგილი გამონახო შენს სახლში (ბოლოსდაბოლოს, ოდესმე შენი შვილი ან შვილიშვილი აღმოაჩენს მას და ახალ სიცოცხლეს აჩუქებს).
არასდროს გადაყარო:
ტყავის ქურთუკი
აბრეშუმის თხელი შარფი
კლასიკური პიჯაკი
ლაბადა
თეთრი პერანგი
თეთრი მაისური
შავი კლასიკური შარვალი
შავი კაბა
ტყავის ჩანთა
ჯინსის ქურთუკი
თემები: მოდა, ტანსაცმელი
წყარო: <a href="http://www.huffingtonpost.com">huffingtonpost</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია