ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ არის ყველაზე საუკეთესო?
- 31.01.2017
მე-12 ადგილი - მორიელი
საოცრად მიმზიდველი, ჭკვიანი და ლამაზი ქალი-მორიელი - ყველაზე ცუდი ცოლია მსოფლიოში. მოიყვანო ცოლად მორიელი - ნიშნავს მონად გაყიდო საკუთარი თავი.
მე-11 ადგილი - თევზები
მოიყვანო ცოლად თევზები - იგივეა, რაც იყოლიო ფისო: სახლში იცხოვრებს ძალიან ლამაზი არსება, რომელიც მთელი ცხოვრება გიყურებს სკეპტიკურად.
მე-10 ადგილი - ლომი
ცოლი - ვიტრინა და სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაა. თუ სახალხო მეურნეობამ არ გამოიმუშავა კარატი ქალი-ლომის თითოეული ყურისთვის და კიდევ ერთი-ორი კარატი მისი უსახელო თითისთვის - მძიმე ბრჭყალებიანი თათს დაარტყამს სწორედ ამ მეურნეობაზე.
მე-9 ადგილი - მშვილდოსანი
ცოლი-სატანა. პატიოსნად აფრთხილებს, რომ მას ქმრისგან არაფერი სჭირდება მისი უკვდავი სულის გარდა. მშვილდოსანს ის კი არ აინტერესებს, ამ სულში რა ხდება, უბრალოდ მას სამომავლო გარანტიები სჭირდება.
მე-8 ადგილი - ტყუპები
ტყუპები - სახიფათო ცოლია. არიან ქალები, ვის გვერდითაც მამაკაცი საკუთარ თავს გმირად ხედავს, არიან ქალები, ვის გვერდითაც მამაკაცები უიღბლოდ გრძნობენ თავს, და არიან ქალი-ტყუპები. მათ კარგად იციან ვინ არიან მამაკაცები სინამდვილეში.
მე-7 ადგილი - ვერძი
ყველამ იცის, რომ იცხოვრო ვერძთან - ეს იგივეა, რაც იჯდე ვულკანზე, მაგრამ სინამდვილეში ცოტა ვინმე ხვდება, რის გამო რისკავს საკუთარი საჯდომით.
მე-6 ადგილი - სასწორი
მოიყვანო ცოლად სასწორი - ყველა მხრიდან ხელსაყრელი წამოწყებაა: ერთის მხრივ, ის „ნამდვილი ქალია“, რომელზეც ოცნებობს ყველა მამაკაცი: ნაზი და დამთმობი, კარგი დიასახლისი. ეს მაშინ, როცა ქალი-სასწორი კარგ ხასიათზეა, რაც ხშირად არ ხდება. დანარჩენ დროს კი ისინი უძღვნიან ისტერიკებს, ტანჯვას და ტირილს. და ამასაც ლამაზად აკეთებენ.
მე-5 ადგილი - ქალწული
საუკეთესო ცოლების ხუთეულს ხსნის ქალწული - ის იმდენად არ არის ცოლი, რამდენადაც საუკეთესო მეგობარია. ქალწული დარწმუნებულია, რომ ცოლ-ქმარი უნდა უყურებდნენ არა ერთმანეთს, არამედ ერთი მიმართულებით, თანაც იქით, სადაც აირჩევს ქალწული.
მე-4 ადგილი - კურო
საპატიო მეოთხე ადგილი ერგო კურო - ქალს, რომელზეც ღირს დაქორწინება, თუ მხიარული უსაქმური ხარ. იმიტომ რომ კუროებს ნიჭი აქვთ - გაზარდონ ღარიბი უსაქმურისგან წარმატებული უსაქმური.
მე-3 ადგილი - თხის რქა
ლიდერების სამეულის ბოლოში არიან - თხის რქები, ქალები, რომლებმაც ზუსტად იციან ოჯახური ბედნიერების რეცეპტი. თხის რქები თხოვდებიან ჯანსაღი აზრითა და ფხიზელი გაანგარიშებით, და არა რაღაც ნახევრადმითიური შეყვარებით.
მე-2 ადგილი - მერწყული
საპატიო მეორე ადგილი ერგოთ მერწყულებს - მხოლოდ იმიტომ , რომ მათ არ უყვართ პირველობა. ცოლი-მერწყული თითქმის მითიური ქალია, მამაკაცების ოცნებების მთავარი გმირი: ნორჩი, მუდამ შესანიშნავი, მუდამ საოცარი. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა: შვიდ წყვილ რკინის ჩექმას გაცვითავ, სანამ მას ცოლად მოყვანაზე დაითანხმებ.
1 ადგილი - კირჩხიბი
დაიყოლიო ქალი-კირჩხიბი გათხოვებაზე არც ისეთი იოლია, მაგრამ თუ დათანხმდა, ის გამოამჟღავნებს საკუთარ თავს მთელი მშვენიერებით: ის ჭკვიანიც არის, ლამაზიც და კარგი დიასახლისიც. მისთვის ოჯახი - მთავარია.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>