LIFE

„ყველაფერი, რასაც აკეთებთ სიყვარულით აკეთეთ, ან საერთოდ არ გააკეთოთ“ - დედა ტერეზას 5 სწავლება

„ყველაფერი, რასაც აკეთებთ სიყვარულით აკეთეთ, ან საერთოდ არ გააკეთოთ“ - დედა ტერეზას 5 სწავლება

დედა ტერეზას სახელი სიკეთის, თანაგრძნობისა და სათნოების სიმბოლოა. ის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური ფიგურაა, რომელიც მრავალწლიანი მსახურებისთვის, წმინდანად შერაცხეს. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან? მოდით გადავხედოთ მის სწავლებებს. 

„ნუ დაელოდები ლიდერს, გააკეთე ის თავად – პიროვნება პიროვნებისთვის“

დედა ტერეზას ეს ციტატა გვახსენებს, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავიწყოთ ცვლილებები. როდესაც ჩვენ ვხედავთ რაღაცას, რაც არასწორია; როდესაც ვხედავთ უსამართლობას ან გაჭირვებულ ადამიანს, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე ვიმოქმედოთ და შევცვალოთ რეალობა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ სხვა ადამიანს, რომელიც მიგვითითებს, როგორ ვიმოქმედოთ. ჩვენ შეგვიძლია თავად გამოვიჩინოთ ინიციატივა. 

„ჩვენ არ გვაქვს მშვიდობა, რადგან დაგვავიწყდა, რომ ერთმანეთს ვეკუთვნით“

სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არის ის, რისთვისაც ცხოვრებას ღირს. ყველაზე მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების პოვნა და მათთან ძლიერი კავშირების დამყარება. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი და ყველა ადამიანი დაკავშირებულია. ამიტომ ძლიერი კავშირების შექმნა და სხვების თანადგომა ისაა, რაც დამატებით მხარდაჭერას და ძალას გვაძლევს. 

როდესაც ჩვენ ვგრძნობთ შფოთვას, გაბრაზებას ან მწუხარებას, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ სხვა ადამიანებს. ასევე, დავეხმაროთ სხვებს, როდესაც თავს უკეთ ვიგრძნობთ. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალური კავშირი ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისთვის, როგორც ვარჯიში ან კარგი დიეტა.

„მარტო მე არ შემიძლია სამყაროს შეცვლა, მაგრამ თუ წყალში ქვას გადავაგდებ, მაშინ ტალღები აიშლებიან“.

ადვილია თავი უძლურად იგრძნო იმ სამყაროში, სადაც ამდენი უსამართლობაა. დედა ტერეზა გვახსენებს, რომ მაშინაც კი, თუ ჩვენი იდეა უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაინც უნდა ვიმოქმედოთ, რადგან მას შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი ეფექტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. 

„სიყვარული თავისთავადი სულაც არ არის. თუ მისი ნაყოფი მსახურება არ არის, მაშინ მას აზრი ეკარგება“.

მოქმედება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიტყვა. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ გრძნობთ, მაგრამ ამის დასამტკიცებლად მოქმედებაა საჭირო. განსაკუთრებით კი, თუ სიყვარულის ჩვენება სხვა ადამიანისთვის გსურთ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვები ცუდია, თუმცა, აუცილებელია მათი რეალობად გადაქცევა.

„ძლიერი სიყვარული არ იზომება, ის მხოლოდ ნაყოფს ისხამს“.

სიყვარული არის რაღაც, რაც არ იზომება: შეუძლებელია მისი თავისთავადი ღირებულების გაგება. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ არ ვიღებთ სანაცვლოს, დედა ტერეზა გვახსენებს, რომ უნდა გავიღოთ სიკეთე და სიყვარული სხვების მიმართ. რადგან ამ ქმედებით, ჩვენს გულებშივე იბადება სიხარული, ბედნიერება და სიმშვიდე.