LIFE

ტყუილის ფსიქოლოგია: 7 შესამჩნევი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი იტყუება

ტყუილის ფსიქოლოგია: 7 შესამჩნევი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი იტყუება

რამდენიმე წლის წინ, National Geographic-ში გამოქვეყნდა სტატია, "რატომ ვიტყუებით: სიმართლე და ჩვენი ურთიერთობა“.

ავტორი იუდიჯიტ ბჰატაჩარჯი იუწყება, რომ ყველანი მატყუარები ვართ და ჩვენს უმრავლესობას შეუძლია გამოიგონოს როგორც მცირე, ისე დიდი ტყუილები. ის წერს, რომ ტყუილი განვითარების ეტაპი ისეთი ეტაპია, როგორებიცაა სიარული ან საუბარი. სხვა უნარების მსგავსად, ტყუილის უნარი ასაკთან ერთად უმჯობესდება.

ტყუილის ფსიქოლოგია: 7 შესამჩნევი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი იტყუება

ტყუილის სურვილი, ხშირად, დაკავშირებულია სრულყოფილების მოთხოვნილებასთან. თუმცა, საინტერესოა, რომ წლების მატებასთან ერთად ჩვენ ნაკლებად ვიტყუებით, რადგან ნაკლებად გვაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები.

არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ იტყუებიან ადამიანები: შეგვიქმნან წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ; დაფარონ ცუდი ქცევა; მოიპოვონ ფინანსები; იხუმრონ; დააზიანონ ან დაეხმარონ სხვა ადამიანებს; მოიპოვონ სოციალური სტატუსი; თავი აარიდონ სასჯელს ან შეურაცხყოფას...

ზოგიერთ შემთხვევაში ტყუილი პათოლოგიური მოვლენა ხდება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 18-71 წლამდე ადამიანები, ყოველდღიურად ერთხელ ან ორჯერ მაინც იტყუებიან. ტყუილების მიზეზი კი არაადეკვატურობის, არაკომპეტენტურობის დამალვა ან სხვისი გრძნობების დაცვაა. ასევე საინტერესოა, რომ „მატყუარები“ როგორც წესი, ექსტროვერტი ადამიანები არიან, რომლებსაც აინტერესებთ, სხვები რას ფიქრობენ.

ტყუილის ფსიქოლოგია: 7 შესამჩნევი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი იტყუება

ამავე კვლევის თანახმად, გამოვლინდა მატყუარების ორი ძირითადი ტიპი: თავმოყვარე და კეთილსინდისიერი. თავმოყვარე მატყუარები, ძირითადად საკუთარ თავზე ქმნიან დადებით წარმოდგენას. ხოლო კეთილსინდისიერი „მატყუარები“ ცდილობენ სხვა ადამიანებს აგრძნობინონ თავი უკეთესად.

ტყუილის ფსიქოლოგია: 7 შესამჩნევი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი იტყუება

ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთი ადამიანი საშინელი მატყუარაა - პირველივე წამებშივე მიხვდებით, ამბობს თუ არა სიმართლეს. ზოგიერთი კი, ოსტატურად ახერხებს თქვენს მოტყუებას.

მაგრამ არსებობს 7 უტყუარი ნიშანი, რათა გაიგოთ, გატყუებთ თუ არა თქვენს წინ მდგომი ადამიანი:

  • ეცვლება ხმის ტემბრი

  • შესამჩნევად აღელვებული ან გაბრაზებულია

  • ნაკლებად საუბრობს პირველ პირში

  • არ იყენებს ისეთი ემოციურ სიტყვებს, როგორებიცაა ტკივილი ან გაბრაზება

  • საუბრისას თვალებში ვერ გიყურებთ ან ეცვლება მზერა

  • იყენებს ისეთ დამამშვიდებელ ტექნიკებს, როგორებიცაა ჩახუტება, კისერზე შეხება, საყელოს მოქაჩვა ან სხვა სახის ფიზიკური კონტაქტი

  • არათანმიმდევრულად იყენებს სხეულის ენას ან სახის მიმიკებს. ისინი ნათქვამის შინაარსს ეწინააღმდეგება.