სამხრეთ კორეიდან ტაილანდამდე, აზიელი ქალები ახალგაზრდული გარეგნობით გამოირჩევიან. გენეტიკის გარდა, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ თავის მოვლას. თანმიმდევრული რუტინა კი, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია....
1. გამოიყენეთ „ბრინჯის წყალი“
„ბრინჯის წყალი“ იაპონური და კორეული კანის მოვლის პროდუქტების ცნობილი ინგრედიენტია. კვლევებით დასტურდება, რომ „ბრინჯის წყალს“ გააჩნია დაბერების და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
თქვენ შეგიძლიათ სცადოთ კანის მოვლის საშუალებები „ბრინჯის წყლის“ ინგრედიენტით, ან უბრალოდ სახლში მოამზადოთ იგი. დაიბანეთ სახე ამ უნიკალური პროდუქტის გამოყენებით, ან უბრალოდ დაიტენიანეთ კანი „ბრინჯის წყლის“ ორთქლით. ასევე, ის არაჩვეულებრივად არბილებს და აჯანსაღებს თმას.
2. ორმაგად გაიწმინდეთ სახის კანი
ორმაგი წმენდა კორეელი და იაპონელი ქალების საყვარელი ტექნიკაა, რადგან ის უზრუნველყოფს სახის კანის სრულყოფილ წმენდას.
პირველი გამწმენდი, როგორც წესი, აუცილებლად ზეთის ბაზაზე უნდა იყოს დამზადებული, რადგან ის არამხოლოდ აშორებს ცხიმისა და ჭუჭყის ნარჩენებს, არამედ ამშვიდებს კანის ზედაპირს.
მეორე გამწმენდი კი, ჩვეულებრივი წყლის ბაზაზე დამზადებული საშუალებაა, რომელიც კიდევ უფრო ღრმად - კანის ფორებიდან აშორებს დღის განმავლობაში გამომუშავებულ ცხიმს.
3. გამოიყენეთ „ლოკოკინის ჟელეს“ შემცველი პროდუქტები
ლოკოკინის ჟელეს გამოყენების ისტორია ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იწყება. დღეს, ის ყველაზე ფართოდ აზიურ ქვეყნებში გამოიყენება. ეს უნიკალური ჟელე ჰიალურონის და გლიკოლის მჟავების რთული ნაზავია. ის, ასევე, შეიცავს თუთიას, რომელიც ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს გაღიზიანებას. ამ ნივთიერებების ნაზავი კი, სწორედ ისაა, რაც სახის კანს სჭირდება.
4. წაისვით აბუსალათინის ზეთი თმის ძირებსა და ღერებზე
აბუსალათინის ზეთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, რადგან ის ბლოკავს თმის ფოლიკულებს და ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. ასევე, მას შეუძლია მოაგვაროს ქერტლის პრობლემები, დააჩქაროს თმის ზრდა და გააძლიეროს თმის ბოლქვები. აზიელი ქალები, ამ პროდუქტს წარბებსა და წამწამებზეც კი იყენებენ.
5. გამოიყენეთ სახის როლერი ან გუა შა
სახის როლერისა და გუა შას პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ჩინური წარმოშობის მასაჟორები, ტრადიციულად გამოიყენება კუნთების ტკივილის შესამცირებლად და სისხლის მომოქცევის გასაუმჯობესებლად. მათი ნაზი მასაჟის საშუალებით, ის ათავისუფლებს კუნთებს დაძაბულობისგან და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. შეიზილეთ სახის დამატენიანებელი კრემი გუ შას ან სახის როლერის საშუალებით და სულ მალე, საკუთარ კანზე გამოცდით მათ სასწაულმოქმედებას.
თემები: სილამაზის მსოფლიო მეთოდები, იაპონია, ფორმის შენარჩუნება, იაპონელების უნაკლო სხეულის საიდუმლო