7 რამ, რაც თქვენს სხეულში გეზიზღებათ, მაგრამ მამაკაცებს ძალიან უყვართ
- 20.09.2021
1. ფეხის ტერფები
იცოდით, რომ ყველაზე გავრცელებული ფეტიში, რომელიც მამაკაცებს აქვთ, ფეხის ტერფების ფეტიშია? ამიტომ, ისინი ვერც კი აღიქვამენ თუ თქვენი ფეხის თითების ფორმა სრულყოფილი სულაც არ არის.
ამიტომ, ნუ ინერვიულებთ! გაიკეთეთ პედიკური, წაისვით საყვარელი ფერის ლაკი და დაამატეთ მიმზიდველი აქსესუარი, მაგალითად, კოჭის სამაჯური... და თქვენ გაგაოცებთ საყვარელი მამაკაცის რეაქცია!
2. უმაკიაჟო სახე
ქალები, როგორც წესი, მხოლოდ მაკიაჟით გრძნობენ თავდაჯერებას. მაგრამ რეალურად, ბიჭების უმეტესობა ბუნებრივ სახეს ან მინიმალურ მაკიაჟს ამჯობინებს.
3. წვრილი ხაზები და ნაოჭები
შეიძლება მაცდურად ჟღერდეს ფილერის ან ბოტოქსის გაკეთება, მაგრამ როგორც წინა პუნქტში აღვნიშნეთ, მამაკაცებს მოსწონთ ბუნებრივი სახე. ამასთან ერთად, რამდენიმე წვრილი ხაზი ცხოვრებისეული გამოცდილების, ცოდნის და ემოციურობის ნიშანია.
4. პატარა მკერდი
მიუხედავად იმისა, რომ პატარა მკერდის მქონე ქალები ფიქრობენ, რომ ეს მათი ნაკლია, ეს დამოკიდებულება სიმართლეს არ შეესაბამება! ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია თავდაჯერებაა და არა სხეულის რომელიმე ნაწილის ზომა თუ წონა.
5. ცელულიტი
მამაკაცებს შეიძლება არ უყვარდეთ ცელულიტი, მაგრამ მათ არ სძულთ ისე, როგორც ქალებს. მათი უმრავლესობა, როგორც წესი, ვერც კი ხედავს თქვენს ფორთოხლის კანს.
6. დიდი ბარძაყები
პირველყოფილი საზოგადოების დროს, დიდი ბარძაყები ძლიერი შთამომავლობის სიმბოლო იყო. მართალია დღეს ასე აღარ ვფიქრობთ, მაგრამ მამაკაცების ქვეცნობიერში მაინც იმალება კავშირი ჯანმრთელ შვილებსა და დიდ ბარძაყებს შორის. ამიტომ, დარწმუნებული ხართ, რომ ამაზე უნდა ინერვიულოთ?
7. ფუმფულა მუცელი
თუ ჩვენი არ გჯერათ, შეხედეთ მუცლის მოცეკვავეებს. ვისთვისაა მუცლის ცხიმი პრობლემა? მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის! მამაკაცები ფიქრობენ, რომ მუცლის ნაკეცები სექსუალურიც კია, ამიტომ, სანამ ლიპოსაქციას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ პროცედურა ნამდვილად თქვენს მუცელს სჭირდება და არა ტვინს.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია