ჩვენ ყველას გვაქვს ეგო. ეს არის საკუთარი თავის ის ნაწილი, რომლებიც სავსეა საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადებით, მძაფრად რეაგირებს ყველა მიმდინარე პროცესზე და ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. ეგო ზოგჯერ სასარგებლოც კია, მაგრამ უფრო ხშირად, ის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე...

1. წვრილმანებზე აღარ დაისტრესებით

თქვენი ეგო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს. თქვენ შეიძლება საათობით გაატაროთ იმაზე ფიქრში, თუ რატომ არ უპასუხა ვინმემ თქვენს შეტყობინებას ან რატომ მოგექცად ადამიანი ცივად. თქვენი ეგო ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი თქვენთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ასეთ წვრილმანებზე ფიქრში საათობით დროსა და ენერგიას კარგავთ.

ეს კი თქვენს სტრესს ზრდის. როდესაც თქვენ თქვენს ეგოს უკან მოიტოვებთ, შეძლებთ კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

2. სტრესულ სიტუაციებში შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას

ეგო ზედმეტი რეაქციების მიზეზია. ჩვენ შეიძლება გავბრაზდეთ უმნიშვნელო მოვლენის გამო, რადგან პირად შეურაცხყოფად აღვიქვათ. ზოგადად, სტრესულ სიტუაციებში ეგო გვაიძულებს ვიმოქმედოთ სრულყოფილად და იდეალურად დავასრულოთ ნებისმიერი მიმდინარე პროცესი. თანაც, ნებისმიერ ფასად...

ეგოსგან გათავისუფლება დაგეხმარებათ იფიქროთ პროცესზე და არა იმაზე, თუ როგორ წარმოვჩნდებით ამ პროცესში.

3. შეძლებთ სხვების უკეთ გაგებას

ეგო კლავს თანაგრძნობის განცდას. ეგო გიბიძგებთ, რომ სამყაროს ცენტრში საკუთარი თავი დაინახოთ და ყველაფერს საკუთარი პოზიციიდან შეხედოთ. ეს კი, ხელს გიშლით გაიგოთ სხვების ემოციური მდგომარეობა.

4. გაუმჯობესდება თქვენს ურთიერთობები

ეგოსგან გათავისუფლება დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ურთიერთობები. ის დაგეხმარებათ გააძლიეროთ მადლიერების და სიკეთის პრაქტიკები.

თქვენი ეგო ფიქრობს, რომ ყველაფრის მიზეზი თქვენ ხართ, ამიტომ შეუძლებელია განიცადოთ ნამდვილი მადლიერება.

თქვენი ეგო ფიქრობს, რომ ყველაფრის მიზანიც თქვენ ხართ, ამიტომ გამუდმებით ფიქრობთ საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე. ამიტომ შეუძლებელია განიცადოთ უანგარო სიკეთის განცდა.

ასევე, თქვენი ეგო ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალი ხართ. ამიტომ, გიჭირთ პატიების თხოვნა, რადგან ის თქვენს სიამაყეს აზიანებს.

ჯანსაღი ურთიერთობებისთვის კი, სამივე ასპექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

5. გახდებით უფრო ძლიერი და დაინახავთ საკუთარი ნამდვილ სახეს

ეგო ასუსტებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას, რადგან ირგვლივ მიმდებარე ყველა პრობლემას პირადად იღებთ. თქვენთვის რთულია დიდი სურათის დანახვა ან იმის აღიარება, რომ ეს პრობლემა დროებითია. ამის მიზეზი მარტივია, ეგო ზედმეტად არის ჩაფლული თქვენს მიერ განცდილ ნეგატიურ ემოციებში და განუწყვეტლივ აძლიერებს მათ.

როდესაც ეგოსგან გათავისუფლდებით, უარყოფითი მოვლენები თქვენი საუკეთესო გაკვეთილი გახდება, ხოლო თქვენ, კიდევ უფრო ძლიერი ადამიანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეგო არ არის „ნამდვილი მე“. სამაგიეროდ, ეს არის ნიღაბი, რომელსაც თქვენ ატარებთ. სამწუხაროდ, ის არ გაძლევთ საშუალებას დაინახოთ ვინ ხართ სინამდვილეში, რა გინდათ და რისი გეშინიათ. ეგო ემყარება საკუთარი თავის ცრუ სურათს, რომელსაც არ უყვარს შეცდომები და უჭირს პატიება. როდესაც მისგან გათავისუფლდებით, დაინახავთ ვინ ხართ სინამდვილეში და საბოლოოდ შეძლებთ საკუთარი თავის მიღებას.