მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიან ძილს ვერაფერი შეედრება, ზოგჯერ რთულია თვალების დახუჭვა. ასეთ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია გქონდეთ სტრატეგია, როგორ აღიდგინოთ საჭირო ენერგია.... ფიტნეს და იოგა ინსტრუქტორები, ექიმები და ქოუჩები გვირჩევენ:

1. გააკეთეთ 10 წუთიანი მედიტაცია

„როდესაც ენერგიის აღდგენა მჭირდება, ყოველთვის ვაკეთებ მარტივ, 10 წუთიან მედიტაციას. საუკეთესო შედეგისთვის, უმჯობესია დილის საათები აირჩიოთ. ასევე, არაჩვეულებრივია სუნთქვის გადატვირთვის პრაქტიკა. წარმოიდგინეთ, რომ სანთელს აქრობთ - მთლიანად ამოუშვით ჰაერი ფილტვებიდან, ხოლო შემდეგ ორჯერ, სწრაფად შეისუნთქეთ. გაიმეორეთ სამჯერ. დასრულების შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ თქვენი დაღილი ტვინი ბედნიერია“.

2. გაატარეთ დილა სიმშვიდეში

„უძილო ღამის შემდეგ ცხელი შხაპი, საყვარელი საუზმე, ფავორიტი მუსიკა და მსუბუქი გაწელვები ნამდვილად აგავსებთ საჭირო ენერგიით“.

3. ივარჯიშეთ ღია სივრცეში

„ცუდი ღამის შემდეგ, ვდგები საწოლიდან, ვიღებ შხაპს, ვიცვამ სავარჯიშო ტანსაცმელს და გავდივარ სახლიდან, რათა ვისეირნო, ველოსიპედით ვიარო ან თუნდაც მხრებისა და ხელების მარტივი ვარჯიშები გავაკეთო. ამ დროს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაღამ, ნამდვილად ტკბილად დამეძინება“.

4. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი

„მე ვსვამ ბევრ წყალს, რათა ენერგია ჩემს სხეულში, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. წყალი არის პასუხი თითქმის ყველა ფიზიკურ დაავადებაზე, იქნება ეს დაღლილობა, თავის ტკივილი თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები“.

5. 30 წუთი დასვენებისთვის

„ჩემი ყველაზე დიდი რჩევა იქნება დაწოლა და დასვენება. თუ ძალიან დაღლილი ვარ დღის გასაგრძელებლად, უმჯობესია დავთმო 30 წუთი და გამოვიძინო. ამ მცირე დროშიც კი, ჩემი სხეული და ტვინი ისვენებს. ახლა კი მზად ვარ დღის გასაგრძელებლად“.

6. მიიღეთ ცხელი შხაპი

„მე ვთვლი, რომ დილის საუკეთესო სტიმულია ცხელი შხაპი. წარმოიდგინეთ, ეს იმდენად ძლიერი თერაპიაა, რომ ორსაათიან ხარისხიან ძილს უდრის“!

7. დაამატეთ ციტრუსი თქვენს წყალს

„თუ წინა ღამეს კარგად ვერ გამოვიძინე, წყალს 1 ნაჭერ ციტრუსს ვამატებ. ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი - არჩევანი თქვენზეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წყალი ყავის პირველ ჭიქამდე უნდა მიიღოთ. ციტრუსის არომატი თქვენს დილას ენერგიითა და ხალისით აავსებს“.