LIFE

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

"სიყვარული მხოლოდ სიტყვაა მანამ, სანამ ის გამოჩნდება, ვინც მას მნიშვნელობას მისცემს!"

ამბობენ, რომ მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში, მხოლოდ სამჯერ გვიყვარდება. იმასაც ამბობენ, რომ თითოეულ ჯერზე, ჩვენს გრძნობებს სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. 

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

პირველად, როგორც წესი, ადამიანებს საშუალო სკოლის პერიოდში გვიყვარდება. ამ ასაკში, ძირითადად, იდეალისტური გრძნობა გვიჩნდება - სიყვარული, როგორც ზღაპარი, პარალელური სამყარო, ჯადოსნური ამბავი!

პირველი გრძნობა, რომელსაც სიყვარულს ვეძახით, სოციალური ხასიათისაა და იგი ჩვენი ოჯახის მიმართ გვიჩნდება. ამ დროს, ყურადღებას არავინ აქცევს იმას, არის თუ არა ოჯახი იდეალური, არსებობს თუ არა მის ირგვლივ პრობლემები. მთავარი ის არის, რომ ამ გრძნობის გამო ჩვენ პირველად გვიწევს უარი ვთქვათ საკუთარ ეგოზე, დავთმოთ ჩვენი პიროვნული რწმენები და სურვილები. ეს არის გრძნობა, რომელიც ისეთია, როგორიც უნდა იყოს სიყავრული. 

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

რაც შეეხება გრძნობას, რომელიც პირველად, კონკრეტული ადამიანის მიმართ საკმაოდ მცირე ასაკში გვეწვევა და რომელსაც სიყვარულს ვეძახით, ერთი უცნაური რამ ახასიათებს. ასეთ დროს, გაცილებით მეტს ვფიქრობთ იმაზე, რას ფიქრობენ ამ ურთიერთობაზე ადამიანები გარშემო, ხოლო მეორე ადგილზეა ის, თუ ჩვენ რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და განვიცდით ამ ურთიერთობაში ყოფნისას. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის ურთიერთობები სხვების მიერ ყოველთვის სწორ და ნამდვილ ურთიერთობებად აღიქმება.

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

გრძნობა, რომელიც მეორედ გვიჩნდება ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული გრძნობაა. შეიძლება ემოციური დრამაც კი ვუწოდოთ. ეს არის ურთიერთობა, რომელიც გვასწავლის თუ ვინ ვართ, როგორ გვსურს ვუყვარდეთ და გვიყვარდეს, გვასწავლის სურვილსა და საჭიროებას შორის განსხვავებებს. ეს იმ ტიპის გრძნობაა, რომელიც ტკივილს გვაყენებს, უამრავ სიცრუესა და მანიპულირებას გადის. მსგავსი ტიპის ურთიერთობისას, მის შესანარჩუნებლად იმაზე დიდი ძალისხმევის გამოყენება გვიწევს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ურთიერთობაში. ეს ის გრძნობაა, რომელსაც, ვისურვებდით, ყოფილიყო ნამდვილი. 

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

სიყვარული მესამედ ისე მოდის, რომ ვერ ვამჩნევთ. ეს გრძნობა მუდამ შეცდომა გვგონია და სწორედ ამ გრძნობის მეშვეობით ვამსხვრევთ ყველა იდეალს და ხატს ნამდვილი გრძნობისა და შესაფერისი მამაკაცის შესახებ. ეს ყველაფერი იმდენად მარტივად ხდება, აღქმაც გვიჭირს იმისა, რომ რეალურად ხდება. ასეთ ურთიერთობებში, ორი განსხვავებული ადამიანი ჰარმონიულად მოდის ერთმანეთის მხარდამხარ და არცერთს არ აქვს იმის განცდა, რომ საჭიროა, რომელიმე შეიცვალოს. ასეთი წყვილი ერთმანეთს იღებს ისეთად, როგორებიც არიან. ეს არის გრძნობა, რომლის ნამდვილობა კი არ ჩანს, არამედ იგრძნობა. 

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

შესაძლოა, ყველას ჯერ არ გამოუცდია სიყვარულის ეს ფორმები. თუ ასეა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი ამისთვის პიროვნულად მზად არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველანი ინდივიდუალურად განვიცდით, შესაბამისაც, ზოგს მთელი ცხოვრება გვჭირდება იმისთვის, რომ ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი ვისწავლოთ, ზოგსაც, ცხოვრება გამუდმებით გამოცდებსა და გაკვეთილებს გვიტარებს. 

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ისევე როგორც თავისი სახელწოდება. ჩვენი პირველი სიყვარული შესაძლოა მართლაც ჯადოსნური ზღაპარია, ხოლო მეორე გრძნობა კი ტკივილი, თუმცა, რაც შეეხება მესამედ მოსულ გრძნობას, მასში არის ის ყველაფერი, რაც პირველი ორის შემთხვევაში არ ყოფილა - ჰარმონია და ბედნიერების უსასრულო განცდა. 

რამდენჯერ გვიყვარდება ცხოვრების მანძილზე

იგი ჩუმად მოდის, დიდხანს გრძელდება და ნათელს ხდის იმ მიზეზებს, თუ რატომ არ შედგა ჩვენი ძველი ურთიერთობები. 

"შენ მაპოვნინე საკუთარი თავის ის მხარეები, რომლებიც, მეგონა, არ არსებობდა და მაგრძნობინე სიყვარული, რომლის რეალურობის აღარ მჯეროდა!"



allwomenstalk.com