ჯანმრთელობა

მითხარი რამდენად ხშირად ამთქნარებ და მე გეტყვი, ხარ თუ არა ფსიქოპათი

მითხარი რამდენად ხშირად ამთქნარებ და მე გეტყვი, ხარ თუ არა ფსიქოპათი

არსებობს მრავალი ნიშანი, რაც მიუთითებს, რომ ვინმე შეიძლება იყოს ფსიქოპათი. ამ ადამიანებს ახასიათებთ ისეთი თვისებები, როგორიცაა ზედაპირულობა, ნარცისიზმი, პათოლოგიური ტყუილი, დანაშაულისა თუ თანაგრძნობის ნაკლებობა და მრავალი სხვა...

კვლევებით დასტურდება, რომ ყოფილ რომანტიკულ პარტნიორთან მეგობრობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფსიქოპათის დამახასიათებელი თვისებაა.

2015 წლის ჩატარებული ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევის თანახმად, რომელიც აკადემიურ ჟურნალ „პიროვნულ და ინდივიდუალურ განსხვავებებში“ გამოქვეყნდა, არსებობს კავშირი ფსიქოპათიასა და მთქნარებას შორის. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, როდესაც თქვენ ამთქნარებთ.

ბეილორის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეკრიბეს 135 სუბიექტი, ფსიქოპათიური პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებების შესაბამისად და შემდეგ ჩაატარეს ექსპერიმენტი.

სანამ უფრო დეტალურად განვმარტავთ, გამოსცადეთ საკუთარი თავი და ნახეთ რამდენ ხანს შეგიძლიათ უყუროთ სხვა ადამიანების მთქნარებას, ისე, რომ თავად არ დაამთქნაროთ. 

რამდენ ხანს გაძელით დამთქნარების გარეშე? პირველი 5 წამი? ბოლომდე? თუ ვიდეოს დასრულებამდე ერთხელ მაინც დაამთქნარეთ, გილოცავთ! თქვენ არ ხართ ფსიქოპატი! მაგრამ თუ არ დაამთქნარეთ?... 

მკვლევრების აზრით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია თანაგრძნობასთან. ფსიქოპათის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ხომ სხვა ადამიანის მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობა. ასევე ცნობილია, რომ თანაგრძნობა არის ერთ-ერთი ძირითადი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რის გამოც, ასეთი გადამდებია მთქნარება.

წინა კვლევებმა იგივე თანაგრძნობის ნაკლებობა გამოავლინა აუტისტური სპექტრის მქონდე ადამიანებში. ეს არ ნიშნავს, რომ აუტისტი ინდივიდები ფსიქოპათები არიან - ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მათ მთქნარება გადაედოთ. 

კვლევაში მონაწილე ადამიანებს, ასევე ჩაუტარდათ ტესტირება იმაზე, თუ რამდენად ახასიათებთ შეკრთომა - ფსიქოპათებს ხომ შიშის ნაკლებობა აქვთ. კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ რაც უფრო ნაკლებად კრთებოდა ადამიანი, მით ნაკლებად ამთქნარებდა. 

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ფსიქოპათიის დიაგნოსტიკური საშუალება, მაგრამ ეს არის საინტერესო კავშირი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს პიროვნების ეს თვისებები სხვადასხვა უნებლიე ქცევებზე“ - ამბობს პროფესორი და მეცნიერი, ჯენიფერ გოლბეკი. 

ასე რომ, ახლა შეგიძლიათ ამოისუნთქოთ! მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ვიდეოს განმავლობაში არ არ დაამთქნარეთ, არ ნიშნავს, რომ ფსიქოპათი ხართ! 

ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიდრეკილნი ხართ სიმკაცრისკენ და ჩვეულებრივ, საკუთარ ემოციებს არ აძლევთ უფლებას ხელი შეგიშალონ გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ, ძალიან მარტივად იღებთ, ერთი შეხედვით რთულ, თუმცა სასარგებლო გადაწყვეტილებებს. 

...და მაინც, ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო კვლევაა.