ყველა ადამიანმა იცის რა არის გამონაყარი. ამის მიზეზი ისაა, რომ აკნე ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების შედეგად ჩნდება. ის დამახასიათებელია ორივე სქესის ადამიანებისთვის, თანაც ნებისმიერ ასაკში...

კარგი ამბავი ისაა, რომ გამონაყარი, რომელიც არც ჰორმონალური პროცესებისა და არც რაიმე ავადმყოფობის შედეგია, ადვილად დამარცხებადია!

1. ყინული

რაც უფრო მეტ ყინულს წაისვამთ ანთებით გამონაყარზე, მით მალე დაიწყებს დამშვიდებას. ყინული ხელს უწყობს ქსოვილების შეხორცებას, აქრობს სიწითლეს და შედეგად, თქვენი გამონაყარი ნაკლებად ხილულია! თანაც, თუ თქვენი აკნე მეტისმეტად მტკივნეულია, მის შემსუბუქებაშიც დაგეხმარებათ.

თქვენი კანის ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, ყინულის კუბები შეგიძლიათ გამოიყენოთ დილით და საღამოს, ან თუნდაც დღეში რამდენჯერმე. თუ ბევრი გამონაყარი გაქვთ, დაიმუშავეთ მთლიანი სახე, ხოლო თუ რამდენიმე, ადგილობრივად მიმართეთ თერაპიას.

გამოყენების წესი:

  • ნაზად ჩამოიბანეთ გამონაყარი თბილი წყლითა და დასაბანი გელით;
  • მოათავსეთ ყინულის კუბი ხელსახოცში და დაიდეთ ანთების კერაზე 1 წუთის განმავლობაში;
  • შეისვენეთ და დაელოდეთ როდის დაუბრუნდება კანი ბუნებრივ ტემპერატურას;
  • გაიმეორეთ ყინულის პროცედურა 2-3-ჯერ

2. ჟოჟობას ზეთი

უკვე ათასწლეულებია მიიჩნევა, რომ ჟოჟობას ზეთი სამკურნალო პროდუქტია. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ზეთი იდეალურია კანის დასატენიანებლად. თანაც, ეს უნიკალური პროდუქტი დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს! ამიტომ, ესაა ინფექციებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება.

გამოყენების წესი:

  • ნაზად ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლითა და დასაბანი გელით;
  • თითებზე დაასხით ზეთის მცირე რაოდენობა, 2-3 წვეთი;
  • ნაზად შეიზილეთ სახეზე.

3. კიტრი

კიტრი ძალიან მდიდარია ისეთი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინი C და ფოლიუმის მჟავა. ცნობილია, რომ ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ კანის დატენიანებასა და დამშვიდებას. გამოდის, რომ კიტრი სახის ნიღბების საუკეთესო ინგრედიენტია.

გამოყენების წესი:

  • დიახ, ჩვენი ბებიები არ ცდებოდნენ, როდესაც კიტრის ნაფრქცვენებს იდებდნენ სახეზე. შეგიძლიათ ზუსტად იგივე გაიმეოროთ ან უბრალოდ, 1 პატარა ზომის კიტრი დააბლენდეროთ და ნატურალური „ნიღაბი“ დაამზადოთ.
  • ნებისმიერ ვარიანტში, დაელოდეთ მოქმედებას 20-30 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე.