მეცნიერები მნიშვნელოვან კითხვაზე გვპასუხობენ: რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ თმა?
- 13.11.2021
ბევრი ადამიანი ყოველდღიურად იბანს თმას, რათა ის უზადოდ გამოიყურებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაბანვის შემდეგ თმა შესანიშნავად გამოიყურება, შამპუნის ხშირი მოხმარება, გრძელვადიან პერიოდში, აზიანებს მის ჯანმრთელობას...
ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია თქვენი თმის ტიპზე!
თუ თხელი და ნაზი თმა გაქვთ, შესაძლოა ფიქრობთ, რომ მისი ყოველდღიური დაბანა საჭიროც კია. ამის მიზეზი ისაა, რომ თმის თხელი ძირი ადვილად იფარება ცხიმის შემცველობით და შესაბამისად, თმა ადვილად ცხიმიანდება. მშრალი ან ხვეული თმის შემთხვევაში, მისი დაბანა უფრო იშვიათადაა საჭირო - მაგალითად, ყოველ მეორე დღეს. ხოლო თქვენი თმა ცხიმიანია, არსებობს დიდი ცდუნება, დაუყოვნებლივ ჩამოიბანოთ. მაგრამ დაიმახსოვრეთ: ცხიმი, რომელსაც თქვენი სკალპი წარმოქმნის, რეალურად აუცილებელია თმის ღერების ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.
ყოველდღიური დაბანა, თმის დაზიანებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა: როდესაც თმა მთლიანად კარგავს ბუნებრივ ზეთებს, ის ხდება უხეში, მშრალი და რთულად დასავარცხნი. გარდა ამისა, გამომშრალი სკალპი კიდევ უფრო მეტი ცხიმის გამომუშავებას იწყებს. ამიტომ რეკომენდირებულია თმა, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ დაიბანოთ, რათა თავიდან აიცილოთ გაცხიმიანება და სკალპის გაღიზიანება.
თუ ვარჯიშობთ:
გასაკვირი არ არის, რომ ფიზიკური აქტივობის შემდეგ, თქვენი თმა დასაბანია. ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღება არა მხოლოდ ჰიგიენის ნორმაა, არამედ კუნთებს უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებაშიც კი ეხმარება.
თუ გიყვართ ვარჯიში და საათობით დროს ატარებთ სპორტ დარბაზში, თმის ყოველდღიური დაბანა თავის კანის სოკოვანი ინფექციებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
თუ ხშირად იყენებთ დამატებით პროდუქტებს:
თუ ფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში თმის საშრობებისა და სხვადასხვა სპრეების გამოყენების შემდეგ, თმა უფრო სუსტი და თხელი გახდა, არ ცდებით.
ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ცვილი, გელი და სპრეი, ნამდვილად დაგეხმარებათ ვარცხნილობის შენარჩუნებაში. მაგრამ თუ ხანგრძლივად იყენებთ ამ საშუალებებს, შესაძლოა თქვენს სკალპზე დაგროვდეს და ქავილი გამოიწვიოს. ამიტომ, თმის ვარცხნილობის მობეზრებისთანავე, კარგად ჩამოიბანეთ თავის კანი.
თუ თმა შეღებილი გაქვთ:
თუ გსურთ, რომ თქვენი ახალი ფერი დიდხანს დარჩეს ცოცხალი, ჩვენი რჩევაა, თმა უფრო იშვიათად დაიბანოთ. შამპუნის კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება, საკმარისია თმის სისუფთავისა და ცოცხალი ფერის შენარჩუნებისთვის.
თემები: თმა, ქალი, თავის დაბანა