LIFE

5 ფაქტი სარა ჯესიკა პარკერის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით

5 ფაქტი სარა ჯესიკა პარკერის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით

შეიძლება ფიქრობთ, რომ იცნობთ ქალს, რომელმაც ძალისხმევის გარეშე განასახიერა ქერი ბრედშოუ და მსოფლიოს მოდის ახალი სიმბოლო შესთავაზა, მაგრამ… ცდებით!

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო თვეში ლეგენდარული გმირი ბრუნდება. ამიტომ ბუნებრივია, რომ მთელი ყურადღება, ახლა სარა ჯესიკა პარკერისკენაა მიმართული.

1. მას ისტორიული წინაპრები ჰყავს

უცნაურია, მაგრამ 2010 წელს, დოკუმენტური სერიალის წყალობით, პარკერმა აღმოაჩინა, რომ მისი წინაპრები, 1849–1850 წლებში, კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ხოლო 1849–1850 წლებში, სალემის ჯადოქრების სასამართლო პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას.

2. ის რვა (დიახ, რვა) შვილიდან ერთ-ერთია

სარა ჯესიკა პარკერი დაიბადა 1965 წელს, ბარბარა და სტივენ პარკერების ოჯახში, რომელთაც რვა შვილი შეეძინათ. პარკერის და-ძმები არიან მსახიობები ტიმოთი ბრიტენ პარკერი და პიპინ პარკერი.

3. მას ქორწილში კაბა ეცვა

„ძალიან მრცხვენოდა თეთრ ფერში დაქორწინება. მე და მეთიუს არ გვინდოდა ამხელა ყურადღების მიქცევა“.

ასე იხსენებს პარკერი მისი და მეთიუ ბროდერიკის ქორწილის ამბავს. ასე რომ, მან ტრადიციებს გადაუხვია და მორგან ლე ფეის დახვეწილი შავი კაბა მოირგო.

4. ის ბავშვობაში ბალერინა იყო

სარა ჯესიკა პარკერი ძალიან აფასებს ბავშვობისდროინდელ საბალეტო განათლებას. ის ფიქრობს, რომ მისი ფიზიკური მონაცემების საიდუმლო სწორედ ესაა.

5. მან ლამის უარი თქვა ქერი ბრედშოუს როლზე

„როდესაც სცენარი პირველად წავიკითხე, იყო რამდენიმე საკითხი, რამაც შემაწუხა. მაგალითად, არ მინდოდა შიშველ სცენებში მონაწილეობა და ასევე, არ მსურდა ქერის სლენგებით საუბარი“.

ხოლო მოგვიანებით, როდესაც ეს ლეგენდარული როლი მოირგო, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა:

„იმდენად დაკავებული გავხდი, რომ ვეღარ ვიღებდი სხვა სპექტაკლებსა თუ ფილმებში მონაწილეობას. გარდა ამისა, მე ქერი გავხდი - ყველა ადამიანი, ჩემში მხოლოდ ქერის ხედავდა და არა სხვა პერსონაჟს“.