როგორ გაიპარსო ფეხები სწორად ზამთარში - 5 მნიშვნელოვანი რჩევა
- 03.02.2017
1. გამოიყენე სკრაბი
გააჩერე ფეხები 10 წუთით წყალში. შემდეგ აიღეთ სკრაბი და საგულდაგულოდ დაიზილეთ ფეხები 1-2 წუთის განმავლობაში.
2. დარწმუნდი, რომ საპარსის პირი ახალია
იდეალურ ვარიანტში შეცვალე საპარსის პირი თვეში ერთხელ, თუნდაც ის ჯერ კიდევ ბასრი იყოს. ოდნავ ბლაგვ საპარსის პირსაც კი შეუძლია მიაყენოს კანს მიკროტრავმა, რის გამოც ბეწვი დაიწყებს ჩაზრდას.
3. დაალბე საპარსი
არ გაგიკვირდეს, მაგრამ საპარსი უფრო ადვილად ისრიალებს კანზე და უფრო სუფთად გაპარსავს, თუ გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოათავსებ მას თბილ წყალში.
4. შეცვალე საპარსი გელი კრემით
საპარს გელებს გააჩნიათ წყლიანი ან სპირტიანი ფუძე, რაც აშრობს კანს და აძლიერებს აქერცვლას. საპარსი სპეციალური კრემი აადვილებს პარსვას, რადგან არბილებს კანს.
5. წაისვი კრემი სქელ ფენად
გაპარსვის შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები პირსახოცის ნაზი შეხებით და სქლად დაიტანეთ მკვებავი კრემი. დააცადეთ, რომ კანმა შეიწოვოს და 20-30 წუთის შემდეგ კრემის ნარჩენები მოიცილეთ ქაღალდის ხელსახოცით. ამ დროისათვის კანი მოასწრებს კრემის საჭირო რაოდენობის შეწოვას.
თემები: თავის მოვლა, კანი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>