სილამაზე

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

ცივი და მკაცრი ზამთრის პირობებში, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი კანის სიჯანსაღეზე და ნებიმიერ ფასად შევუნარჩუნოთ მას ხავერდოვნება და სიგლუვე. ბუნებრივია, ამისთვის კარგი დამატენიანებლები და ნიღბები გვჭირდება, თუმცა, იმაზე ნუ იღელვებთ, რომ თქვენი კანის ბრწყინვალება ძვირადღირებულ პროცედურებს საჭიროებს. 

თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მოამზადოთ ისეთი ნატურალური და სასარგებლო ნიღბები, სახის კანის დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც საუკეთესოდ დაიცავს მას ცივ დღეებში გამოშრობისა და გაუხეშებისგან. 

მაშ ასე, TREND გთავაზობთ ჩამონათვალს თუ რა გვჭირდება მშრალი კანის მოვლისთვის:

1. გამოიყენეთ კარგი დამატენიანებელი

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

შეგინიშნავს, რომ მშრალ კლიმატში მცხოვრები ადამიანების კანი ტყავივით გამოიყურება? რეალურად, ჰაერში არსებული ტენიანობა კანისთვის ძალიან თქვენი კანის დაცვა გამოშრობისგან, მხოლოდ დამატენიანებლების გამოყენებით შეგიძლიათ. ადმაიანის კანისთვის 30%-ზე მეტი ტენიანობა სჭირდება იმისთვის, რომ ხავერდოვნება შეინარჩუნოს. 

სახლის პირობებში საუკეთესო დამატენიანებლის მოსამზადებლად, შეურიეთ ზეითუნის ზეთი აბუსალათინის ზეთს, 3:1-ზე თანაფარდობით. შეგიძლიათ ზეითუნის ნაცვლად ყურძნის ზეთიც გამოიყენოთ, რათა მიიღოთ კარგი მასა. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველ საღამოს. 

გაიმეორეთ ეს პროცედურა მანამ, სანამ თქვენი კანი სათანადოდ გლუვი და ხავერდოვანი არ გახდება. 

2. გამოიყენეთ სიმინდის ფქვილი 

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

მშრალი კანისთვის კარგად ცნობილი სიმინდის ფქვილის გამოყნებაც არ იქნება ურიგო. გარდა კანის ტენიანობისა, სიმინდის ფქვილის ნიღბები საუკეთესოა ნაოჭებისთვისაც. ნიღბის გასაკეთებლად ერთ სუფრის კოვზ ფქვილს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თავფლი და ძალიან ცოტა რძე, რათა მიიღოთ სქელი მასა. 

ნიღბის გაკეთებამდე, სასურველია, სახეზე რამდენიმე წუთით ლაიმის ნაჭრები გაიჩეროთ. შემდეგ წაისვით ნიღაბი და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით. 

3. თაფლის ნიღაბი 

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

თაფლი შაქრის საუკეთესო შემცვლელია. თუმცა, გარდა ამისა, იგი სახის მოვლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. წაისვით თაფლი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 

4. კვერცხის ნიღაბი 

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

კვერცხი ცილას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს და შესაბამისად, იგი სასარგებლოა კანისთვის, განსაკუთრებით კი მშრალი კანისთვის. სახლის პირობებში, კანის მოვლის საუკეთესო საშუალება კვერცხის ნიღაბია, რომლის დასამზადებლად მისი გული დაჭირდებათ:

შეურიეთ ერთი კვერცხის გული ერთ სუფრის კოვზ ფორთოხლის წვენს, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთები, ცოტა ვარდის წყალი, სავსე კოვზი თაფლი და ახლად გამოწურული ლაიმის წვენი. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიღებული მასა, ყოველ დილით, შხაპის მიღებამდე გაიჩერეთ სახეზე. 

5. ავოკადოს ნიღაბი 

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

მწიფე ავოკადოს პიურეს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი იოგურტი და ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული მასა დაიტანეთ მთლიან სახეზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, სანამ არ შეგაშრებათ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 

6. შოკოლადის ნიღაბი 

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

შოკოლადი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოც არის თქვენი კანისთვის. მდნარი შოკოლადის ნოღბის გასაკეთებლად დაგჭირდებათ 5 სუფრის კოვზი კაკაო, 5 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი და 2 სუფრის კოვზი ავოკადოს პიურე. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 30 წუთის განმავლობაში. 



allwomenstalk.com