LIFE

7 მიზეზი, რატომ არის საუკეთესო ცოლი ის ქალი, რომელსაც კატა ჰყავს

7 მიზეზი, რატომ არის საუკეთესო ცოლი ის ქალი, რომელსაც კატა ჰყავს

1. კატების მოყვარულ ქალს, ძალიან დიდი გული აქვს

და მას, სიყვარულის გამო, შეუძლია ქუჩის კატები დააპუროს, გადაარჩინოს, სახლში შეიფაროს, იზრუნოს და უპირობო სიყვარული გაუზიაროს...

2. მან იცის, რომ ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო წონასწორობაა

დიახ, კატების მოყვარულმა ქალმა კარგად იცის, რომ სიყვარულის გამოხატვა საჭიროა, მაგრამ პირადი სივრცე ყველა კატას სჭირდება. (და კაცსაც...)

3. მას არ ეშინია ვალდებულების

თუ თქვენ ეძებთ ადამიანს, რომელსაც არ ეშინია გრძელვადიანი ურთიერთობის, მაშინ კატების მოყვარული ქალი თქვენთვისაა შექმნილი. დიახ, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში უვლის და ზრუნავს კატაზე. მან იცის რას ნიშნავს ურთიერთობა, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება.

4. მას უყვარს სიცილი

კატა ძალიან მხიარული და სასაცილო არსებაა. ამიტომ, როგორ შეიძლება კატის მოყვარულ ქალს არ უყვარდეს სიცილი, ან არ იცოდეს, რა მნიშვნელოვანია დამღლელი დღის ბოლოს მხიარული გარემოს შექმნა?

5. ის ძალიან პასუხისმგებლიანია

მას დაჰყავს კატა ვეტერინართან, რეგულარულად ასუფთავებს მის ყუთს და გვის ქვიშის ნამცეცებს. ის ყიდულობს სათამაშოებს და სპეციალურ საკვებს. ის თვლის, რომ ნამდვილი დედაა, სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა მისი ბუნებრივი თვისებაა. მას სურს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს.

6. ის არ გაურბის რთულ სიტუაციებს

ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გიჟდება თავის კატაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ღამ-ღამობით აღვიძებს, უდროო დროს იწყებს ჩახუტებას და ფაქტობრივად ართმევს პირად სივრცეს. ასე რომ, თუ თქვენი ურთიერთობა ურთულეს წერტილს მიაღწევს, ის ასე მარტივად არ გაიქცევა და არ დანებდება.

7. მან იცის, როგორ დააფასოს ცხოვრების უბრალო მომენტები

სწორედ პატარა, უბრალო მომენტებია ის, რაც ცხოვრებაში ფასეულია. მომენტი, როდესაც საყვარელ კატას ეხუტები, როდესაც შენთან ერთად იძინებს, როდესაც პატარა თათებს მტკივან ადგილას გადებს ან როდესაც მოულოდნელად გიხტება კალთაში... მართლაც, ის აფასებს უბრალო მომენტებს და მან იცის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.