თუ ძალიან ბევრს ფიქრობთ, რა მოხდება მომავალში, მაშინ პრობლემა გაქვთ
- 25.01.2022
ზედმეტი ფიქრი დიდი პრობლემაა - ჩვენ ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს და ვნერვიულობთ, რა მოხდება მომავალში. გვაინტერესებს ყველა სამომავლო სიტუაცია და ძალიან ხშირად, მთელს დღეებს ისეთ საკითხზე ნერვიულობას ვუთმობთ, რაც შესაძლოა სულაც არ მოხდეს...
სიტუაციის წარმოდგენა და ვიზუალიზაცია, ჩვენი მიდრეკილებაა. შედეგად, შესაძლოა დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ ისეთ ამბებს, რაც სინამდვილეში, უმნიშვნელოა. ან შესაძლოა ისეთი პრობლემების გამკლავება დავიწყოთ, რაც არც კი არსებობს. შესაძლოა დღეები, საათები და წუთები დავუთმოთ ისეთ მოვლენებზე ფიქრს, რაც სულ სხვა გზით განვითარდება.
ეს მიდრეკილება გვაიძულებს, რომ მომავალი რთული რეალობა წარმოვიდგინოთ, ხოლო დღეს, ამ რთული მომავლის შიშის მიხედვით ვიმოქმედოთ. გამოდის, რომ გაურკვეველი მომავლის შიში განსაზღვრავს დღევანდელობას, შედეგად კი, არამხოლოდ მომავალი, არამედ აწმყოც საშიში ხდება.
ეს ბრძოლა არ დასრულდება და შესაბამისად, ამ ომში ვერ გაიმარჯვებთ.
და პარალელურად, დრო გადის. სიტუაცია, რომლისაც ასე ძალიან გვეშინოდა, რეალურად ადვილი აღმოჩნდება. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ უკვე იმდენი გვაქვს ნაფიქრი, ჩვენ უკვე იმდენი ვინერვიულეთ, რომ ვეღარ ვამჩნევთ, რა კარგადაა ყველაფერი.
შემდეგ, ჩვენ ვიმეორებთ ამ ნეგატიურ ციკლს ყოველ ახალ სიტუაციაში. და ასე დაუსრულებლად...
თუმცა, ამის გაკეთება საჭირო არ არის. თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს უფლება მისცეთ არ ინერვიულოთ ან ზედმეტი იფიქროთ. გათავისუფლდით მომავლის შიშისგან და დინებას მიჰყევით.
ამის ნაცვლად, ფოკუსირდით აწმყოზე. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რა რეალობაშიც ცხოვრობთ. თქვენ შეგიძლიათ ინერვიულოთ, იდარდოთ და ზედმეტი იფიქროთ, თუმცა იმ საკითხებზე, რაც ახლა ხდება, რაც ახლაა აქტუალური.
მომავალი? - მომავალი დღეს იქმნება. იმ ფიქრებით, რაც ახლა გაქვთ; იმ განწყობით, რასაც ახლა აირჩევთ; იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ახლა დგამთ.
ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოემზადოთ ან არ იზრუნოთ მომავალზე. მაგრამ არ დაუთმოთ ძალიან ბევრი ადგილი თქვენს ცხოვრებაში ან თქვენს აზრებში. ყველაფერი მიიღეთ ისე, როგორიცაა და დაიჯერეთ, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო.
მაშინაც კი, თუ არ ინერვიულებთ, მაინც შეძლებთ რთულ სიტუაციებს სწორი დამოკიდებულებითა და აზროვნებით გაუმკლავდეთ. ეს, უბრალოდ, დაგეხმარებათ დაზოგოთ საკუთარი თავი და ენერგია. ნაცვლად კი, ბედნიერი მომენტების შექმნაზე დაფიქრდეთ.
ზედმეტად ფიქრი, ერთი შეხედვით, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, მაგრამ სინამდვილეში ესაა პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზი. დარჩით მიწაზე, აწმყოში და მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა, ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც ახლა ხდება. დარწმუნებული იყავით, რომ ამ გზით უფრო მეტად ისიამოვნებთ თქვენი ცხოვრებით.
”ზედმეტად ფიქრი მხოლოდ მტკივნეული შეხსენებაა იმისა, რომ ძალიან ბევრს დარდობ მაშინ, როცა ეს საჭირო არ არის.”
თემები: ფსიქოლოგია, თავდაჯერებულობა, ფიქრი, აზროვნება
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია