LIFE

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

აშკარაა, რომ არავინ არის იდეალური და ურთიერთობებიც ხშირად ცუდად მთავრდება. თუმცა დიდი განსხვავებაა იმ მამაკაცებს შორის, რომლებიც გაუდმებით ცდილობენ საყვარელი ქალი გააბედნიერონ და რომლებიც არ არიან საკმარისად მომწიფებულები იმისთვის, რომ ურთიერთობა შეინარჩუნონ. 

ისეთ მამაკაცებს, რომლებიც საკმარის ძალისხმევას არ ხარჯავენ მათ გვერდზე მყოფი ქალის ბედნიერებისთვის, რამდენიმე თვისება ან ქცევა ახასიათებთ. თუ TREND-ის მიერ შემოთავაზებულ ჩამონათვალში, რომელიმე ნაცნობ თვისებას ამოიცნობთ, ნუ შეშფოთდებით. გახსოვდეთ, რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლება მშვიდი საუბრითა და გულრწფელობით. თუმცა, თუ ჩამოთვლილთაგან, უმრავლესობა გეცნოთ, მაშინ გირჩევთ, შესაბამისი ზომები მიიღოთ, სიყვარულის "ბრმა" ბინდი თვალებიდან მოიშოროთ და რეალობას თვალებში ჩახედოთ - იგი არ არის თქვენი შესაფერისი:

1. თავს ყოველთვის ცუდად გაგრძნობინებთ

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

თქვენ ისეთ მამაკაცთან ურთიერთობას იმსახურებთ, რომელიც ისეთს გაღიარებთ ქალღმერთად, როგორიც ხართ. მაგრამ, თუ თქვენ გვერდით მყოფი მამაკაცი გამუდმებით მიგითითებთ, რომ შეიცვალოთ ჩაცმის სტილი, ქცევები, ახალი გასართობები იპოვოთ, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენი რეალური სახე არ მოსწონს. არ გიღებთ ისეთად, როგორიც ხართ და გამუდმებით ცდილობს შეგცვალოთ. 

2. მისი გრძნობების შესახებ მუდამ ეჭვებში ხართ

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

გრძნობებზე თამაში სულაც არ არის კარგი ტონი. თუ მამაკაცს ნამდვილად მოსწონხართ, იგი არ დაიწყებს გამოცნობანას თამაშს და აუცილებლად გეტყვით თავისი გრძნობების შესახებ. თუ თქვენს ურთიერთობაში კითხვები კვლავ არსებობს, ვერასოდეს ფიქრობთ, დანამდვილებით მოსწონხართ თუ არა, გირჩევთ, სერიოზულად დაელაპარაკოთ მას ამ საკითხზე და ეჭვები გაიქარწყლოთ. 

3. არ გისმენთ

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

რა აზრი აქვს ისეთ მამაკაცთან ურთიერთობას, რომელიც არასოდეს გაქცევთ ყურადღებას, როცა საუბრობთ? შეიძლება, სიტყვასიტყვით არ მოისმინოს რაზე საუბრობთ, თუმცა, მარტივი ზრდილობაა, წუთით მაინც გადადოს ტელეფონი და დააინტერესოს რა საკითხს განიხილავთ. 

4. არ ამჟღავნებს თქვენი მიზნების მიმართ მხარდაჭერას

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

წყვილის ბედნიერებას, საერთო ინტერესები დიდწილად განაპირობებს. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც არცერთ თქვენ მიზანს მხარდაჭერას არ უცხადებს, ბედნიერს ვერ გაგხდით. რა აზრი აქვს ისეთ კაცთან ურთიერთობას, რომელსაც თქვენი მომავალი არ ანაღვლებს? ასეთი კაცის გვერდით წარმატების მიღწევაც რთულია. ამიტომ, დაფიქრდით, არფიქრობთ, რომ მეტს იმსახურებთ?

5. არ ელოდება, როდის იქნებით მზად

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

სექსუალური კავშირი თქვენი არჩევანია, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებამდე თავად უნდა მიხვიდეთ და მაშინ დაკავდეთ საყვარელ ადამიანთან სექსით, როცა ნამდვილად მზად იქნებით. თუ თქვენი პარტნორი თქვენს მზადყოფნას არაფრად აგდებს, თუ გამუდმებით გაძალებთ ფიზიკურ სიახლოვეს, ნიშნავს, რომ მას თქვენ მიმართ რწფელი გრძნობები არ გააცნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გაგებით მოეკიდებოდა თქვენს სურვილებს და აუცილებლად დაელოდებოდა მომენტს, როცა მზად იქნებოდით.

6. თქვენი ურთიერთობა მასზეა მორგებული

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

ყოველთვის იქ მიდიხართ სავახშმოდ სადაც მას სურს? ყოველთვის იმ საკვებს უკვეთავთ, რომელიც მას უყვარს? ფილმსაც და სერიალებსაც თავად არჩევს და აზრს არასოდეს გეკითხებათ? უნდა გითხრათ, რომ თქვენს გვერდით მყოფი მამაკაცი საოცრად ეგოისტია და მხოლოდ თავის კომფორტზე ზრუნავს? ნამდვილად გჭირდებათ ასეთი ურთიერთობები?

7. არასოდეს გეუბნებათ კომპლიმენტებს

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

ყველაზე მორცხვი მამაკაცებიც კი ამბობენ კომპლიმენტებს, როცა ქალი ნამდვილად უყვართ. თუ ის არასოდეს გეუბნებათ თუ რაოდენ მშვენიერი ხართ, იქნებ ვერც ამჩნევს ამას? 

8. არ ამყარებს ურთიერთობას თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

ის მამაკაცები, რომლებიც საყვარელი ქალის ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ამყარებენ და მის მეგობრებთან მეგობრობენ, ურთიერთიერტობას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ. თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი არასოდეს ცდილობს იმავეს, ეს კარგზე არაფერზე მეტყველებს. 

9. ეუხეშება დედას ან მიმტანს

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

და აი, ყველაზე ცუდი ქცევა, რომელიც კაცს შეუძლია გამოავლინოს! სხვისი თანდასწრებით დედასთან უხეშად საუბარი ღირსეული კაცის საქციელს ნამდვილად არ გავს. არც მიმტანის მიმართ ქედმაღლური და უხეში დამოკიდებულებაა ნამდვილი მამაკაცისთვის დამახასიათებელი. გარდა ამისა, არ გიფიქრიათ, რომ ერთ დღეს, იგი თქვენც ასე დაგელაპარაკებათ?

10. გატყუებთ

10 რჩევა, როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცი არ შეგეფერებათ

მიატოვეთ! თუ ერთხელ მოიტყუა, მეორედაც იკადრებს. თქვენ იმსახურებთ ისეთ მამაკაცს, რომლიც მიმართაც ნდობით იქნებით აღწურვილი. რომელიც არა მხოლოდ თქვენი საყვარელი მამაკაცი, არამედ თქვენი საქმიანი პარტნიორი, მეგობარი და თანამოაზრე იქნება!