სტილი

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სარა ჯესიკა პარკერს მოვეწონოთ?

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სარა ჯესიკა პარკერს მოვეწონოთ?

უდაოა, რომ სარა ჯესიკა პარკერს წარმოუდგენელი გემოვნება აქვს: ეკლექტური, მაგრამ სუპერ ელეგანტური. და არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ კერი ბრედშოუზე. თავად მსახიობმა არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მისი სტილი, მისი პირადი ხელწერაა.

მაშ, სად უნდა ვეძებოთ საგაზაფხულო შთაგონება, თუ არა სარა ჯესიკა პარკერის გარდერობში? გაიცანით ყველა ძირითადი ელემენტი, რომელიც მსახიობის სტილს ნამდვილად გამორჩეულს ხდის.

1. კაბა, რომელიც ქმნის განწყობას

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სარა ჯესიკა პარკერს მოვეწონოთ?

სარა ჯესიკა პარკერის გარდერობის მთავარი ელემენტი არის კაბა, რომელიც ქმნის განწყობას. დიახ, მას არ ეშინია ატაროს კაბა, რომელიც თითქოს მხოლოდ ახირებული ქალებისთვისაა განკუთვნილი.

2. კონკიას ფეხსაცმელები

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სარა ჯესიკა პარკერს მოვეწონოთ?

ოდესმე გინახავთ სარა ჯესიკა პარკერი უბრალო ფეხსაცმელში? გასაკვირი არ არის, რომ არ გინახავთ. თამამად აირჩიეთ ფეხსაცმელი ატლასის ქუსლით, რომლებიც კრისტალებითა ან ბისერებითაა მორთული. თანაც, რაც უფრო ნათელია ფერი, მით უკეთესი.

3. ქურთუკი, რომელიც საუბრობს...

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სარა ჯესიკა პარკერს მოვეწონოთ?

ნუ შეგეშინდებათ თამამი პრინტებისა თუ ფერების. მსახიობმა ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელოავნია ქურთუკი, რომელიც უბრალოდ საუბრობს...

4. პაწაწინა ჩანთა

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სარა ჯესიკა პარკერს მოვეწონოთ?

ესაა ნამდვილი კლასიკა, რომელიც ყველაზე ექსტრავაგანტულ სამოსსაც კი ელეგანტურ სტილს ანიჭებს.

5. თვალისმომჭრელი ყელსაბამი

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ სარა ჯესიკა პარკერს მოვეწონოთ?

სარა ჯესიკა პარკერი, გულის სიღრმეში, ნამდვილი მაქსიმალისტია. მისი არც ერთი ლუქი არ სრულდება შესაბამისი აქსესუარის, განსაკუთრებით კი თვალისმომჭრელი ყელსაბამის გარეშე...