შვილის აღზრდა ყველა დედისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, დედებს, რომლებიც ვაჟებს ზრდიან, დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ხშირად, მცირეწლოვანი ბიჭები ცელქები, გადარეულები და თავხედები არიან. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათგან საუკეთესო და სამაგალითო მამაკაცი არ დადგება. ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია აღზრდაზე.
შესაბამისად, დედებმა უნდა იზრუნონ თავიანთი შვილების ნათელი მომავლისთვის, არა მხოლოდ ფინანსური, საგანმანათლებლო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით, არამედ, მორალური, ზნეობრივი თვალსაზრისითაც.
TREND გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც, სასურველია, ყველა დედამ გაითვალისწინოს ვაჟის აღზრდისას:
1. ყველა იმსახურებს მის პატივისცემას
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს ვაჟს პატივისცემაზე უნდა ასწავლოთ, არის ის, რომ ამას ყველა იმსახურებს. დაწყებული წარმატებული ადამიანით, დამთავრებული უსახლკარო მოხუცით, ყველა!
ასწავლეთ მას, რომ ყველას პატივისცემით მოექცეს, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ადამიანი, რომელთანაც კომუნიკაცია მოუწევს. ეს არის ის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება!
2. პატივისცემა უნდა იყოს გულრწფელი
ასწავლეთ მას, რომ პატივისცემის სანაცვლოდ ჯილდოები არ რიგდება. შესაბამისად, არც ის იქნება გამონაკლისი და არავინ დაასაჩუქრებს გამოხატული პატივისცემის გამო. შთააგონეთ, რომ ეს უნდა იყოს მისი გულრწფელი დამოკიდებულება, რის სანაცვლოდაც, მხოლოდ გულრწფელი დადებითი ემოცია დაუბრუნდება!
3. ესაუბრეთ გენდერულ თანასწორობაზე
ბავშვობიდანვე შთააგონეთ, რომ მის ირგვლივ არსებული გოგონები, მის მსგავსად ძლიერები, უფლებამოსილები და მნიშვნელოვნები არიან. ესაუბრეთ იმაზე, რომ მასაც და მის მეგობარ მცირეწლოვან გოგონებსაც თანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ.
4. ასწავლეთ მას ავტორიტეტების პატივისცემა
რა საჭიროა? როცა თქვენი შვილი წამოიზრდება, მას ურთიერთობა მოუწევს სკოლის მასწავლებლებთან, უფროსებთან, მწვრთნელებთან, მეგობრების მშობლებთან და ა.შ. შესაბამისად, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები, მეტ-ნაკლებად სამაგალითოები არიან და იმსახურებენ მის პატივისცემას.
5. მიეცი მას მაგალითი
იმის სწავლება შვილისთვის, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას, საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამის სწავლება, მხოლოდ სიტყვებით, შესაძლოა, ტყუილად დახარჯული ძალისხმევა აღმოჩნდეს!
ასეთ შემთხვევებში, საუკეთესო გამოსავალია გახდეთ მაგალითი თქვენი შვილისთვის. დაანახოთ მათ, როგორ ურთიერთობთ სხვა ადამიანებთან და როგორ გამოხატავთ მათ მიმართ პატივისცემას. იგი მხოლოდ ამ გზით შეძლებს შეიმეცნოს თავაზიანობის აუცილებლობა და თქვენი მაგალითით ისწავლოს სხვებთან ურთიერთობა!
6. თქვენი შვილიც იმსახურებს პატივიცემას
რაც ყველაზე მთავარია, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს პატარა არსება ინდივიდია და თქვენი მხრიდან ისიც იმსახურებს პატივისცემას. რთულია ადამიანს ასწავლო რაიმე, განსაკუთრებით მოზარდს, რომელიც საუკეთესო დამკვირვებელია და რომელსაც უამრავი კითხვა აწუხებს, რასაც მის მიმართ დამოკიდებულებაში არ ამჟღავნებენ. შესაბამისად, მოეპყარით მათ პატივისცემით, ანგარიში გაუწიეთ მის ინტერესებს, სურვილებს და ხანდახან ახირებებსაც!
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, როცა ბავშვი ინტერესდება, ბავშის აღზრდა, რჩევები, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები
allwomenstalk.com