ლეტიცია კასტას სილამაზის 7 საიდუმლო - ყველაფერი, იდუმალებით მოცული ფრანგი ლამაზმანის შესახებ
- 04.03.2022
1. სილამაზის ახალი ფილოსოფია
"ზოგადად, უკვე დიდი ხანია მხოლოდ ძირითად, საბაზისო ნივთებს ვყიდულობ. შედეგად, იგივე აისახა თავის მოვლის რუტინაშიც - ახლა ბევრად ნაკლებ პროდუქტს ვიყენებ, თანაც, აღარ ვცდილობ ექსპერიმენტების ჩატარებას. უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ვიცი, რა უხდება ჩემს კანს. მაგრამ ასევე, გარემოსდაცვითი მიზნისთვისაც, ვცდილობ შევამცირო მოხმარება: ახლა მე მსიამოვნებს თითოეული ბოთლის დასრულება, ყოველგვარი დანაკარგებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე. ”
2. მარტივი, ორგანული რუტინა
"მე მაქვს სუპერ მგრძნობიარე და ძალიან ნაზი კანი. ამიტომ ვცდილობ, არ გამოვიყენო ზედმეტი პროდუქტები. ჩემი რუტინა საკმაოდ მარტივია - დილით და საღამოს ვიწმენდ სახეს. ვიყენებ ისეთ საშუალებებს, რასაც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ამის შემდეგ დატენიანების დროა - არა მხოლოდ სახის კანის, არამედ სხეულის. მე მიყვარს დამატენიანებელი კრემის სურნელი - ის მამშვიდებს, განსაკუთრებით კი, თუკი მედიტაციას ვგეგმავ. დროდადრო სახეზე მყისიერი მოქმედების ნიღბებსაც ვიკეთებ. სულ ესაა - რაც უფრო მარტივია თავის მოვლის რუტინა, მით უკეთესია. თუ ძალიან რთულია, ვნებდები."
3. აღმოჩენა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობს
"ესაა გოგრა! ის მდიდარის სასარგებლო და დაბერების საწინააღმდეგო ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია ვიტამინი A, C, E, B3, B5, D3, ომეგა (3, 6, 9), ბეტა-კაროტინი და სხვადასხვა მიკროელემენტები. ამიტომ, ეს ინგრედიენტი, ჩემი თავის მოვლის რუტინის მთავარი ელემენტია.”
4. ჯანსაღი იერის მთავარი ელემენტი
"სინამდვილეში, მე მიყვარს მაკიაჟის გაკეთება და სახეზე დამატებითი ბზინვარების შემოტანა. ამიტომ ვისვამ მსუყე კრემს, სიპრიალის ეფექტით ქუთუთოებზე და ლოყებზე, ზედმეტი სისქისა და ფენების გარეშე - მიყვარს, როდესაც ბუნებრივ ვარ და მომწონს, როდესაც ჩემი კანი სუნთქავს."
5. თავის მოვლის მთავარი შეცდომა
"ესაა ძლიერი, ზედმეტად ინვაზიური პროდუქტების გამოყენება, რომლებიც აზიანებენ კანის ბარიერს. წარსულში მეც მქონია ალერგიული რეაქცია ნიღბებსა და ექსფოლიანტებზე და უამრავს ქალს ვიცნობ, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს. ამიტომ, დღეს მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო ასეთ პროდუქტებს. უპირატესობას ვანიჭებ რბილ, ბუნებრივ საშუალებებსა და ორგანულ პროდუქტებს."
6. სუნამო - ეს ზედმეტად ინტიმური თემაა
"ზედმეტად ინტიმური. ამიტომ ვერ გავამხელ, რომელ სუნამოს ვანიჭებ უპირატესობას."
7. ფრანგული ელეგანტურობა
"განსაკუთრებით არა პარიზელი, რადგან მე სოფლიდან ვარ. დედაჩემი და ბებიაჩემი, დიდად არ იკეთებდნენ მაკიაჟს, მაგრამ ისინი ძალიან მომხიბვლელები იყვნენ თავიანთი უბრალოებით.
დედა ყოველთვის მოწესრიგებული იყო, მოვლილი კანითა და თმით, სურნელოვანი და კარგად ჩაცმული - ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სინამდვილეში, კარგი განათლებაა სილამაზისა და დახვეწილობის მთავარი წყარო. მე ამას ფრანგულ ელეგანტურობას ვეძახი."
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, ლეტიცია კასტა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია