7 რჩევა მამაკაცებისგან - როგორ მოვახდინოთ წარუშლელი პირველი შთაბეჭდილება?
- 10.03.2022
რჩევა #1
”უბრალო ტანსაცმელი - ვიცი, რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ქალები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდები, ხშირად განსაკუთრებულად იცვამენ. ისიც ვიცი, რომ ისინი ამას საკუთარი თავისთვის აკეთებენ და არა სხვების მოსახიბლად, მაგრამ დამიჯერეთ, ქალი, რომელსაც უბრალოდ აცვია, რომელიც უბრალოდ გამოიყურება, ბევრად უფრო მომხიბვლელია. ლამაზი, გამოპრანჭული ქალი, ხშირად იმდენად მიუწვდომელი ჩანს, რომ ინიციატივის გამოჩენასაც არ აქვს აზრი.”
რჩევა #2
„ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი, რომელსაც არ ეშინია ინიციატივის გამოჩენა და საუბრის დაწყება - მე წარმოუდგენლად მორცხვი ადამიანი ვარ, ამიტომ იშვიათად თუ ვახერხებ ადამიანების გაცნობას. ასევე, მე გულწრფელად ვაფასებ, რომ მისი აზრით, პირველი ნაბიჯი, ყოველთვის მამაკაცმა არ უნდა გადადგას...”
რჩევა #3
„ჩემთვის, ყველაზე მომხიბლავია მხიარული ქალი. უფრო მეტიც, თუ გოგოს ჩემი გაცინება შეუძლია, მინდა სულ მის გვერდით ვიყო“.
რჩევა #4
„ჩემთვის ძალიან მიმზიდველია, თუ ქალს ნამდვილად სურს საუბარი. ხშირად, როდესაც საუბარს ვიწყებ, ქალები ისე იქცევიან, რომ არ სურთ კომუნიკაცია - ზედაპირულად მპასუხობენ და კითხვებსაც არ სვამენ. სამწუხარო ისაა, რომ ამას ხშირად სპეციალურად აკეთებენ, თითქოს უფრო მეტად ცდილობენ კაცის დაინტრიგებას. არადა ჩემთვის დამაინტრიგებელი ისაა, როდესაც საუბარი სიღრმისეულად ვითარდება - ეს არის ქალი, რომელსაც მინდა, რომ მივყვე."
რჩევა #5
„ძალიან სექსუალურია, როცა ქალი არ ცდილობს მზერა ამარიდოს. მაგალითად, თუ ის მიყურებს და ნაზად იღიმის, მე ვიცი, რომ შემიძლია მას მივუახლოვდე. ეს ძალიან ამაღელვებელია!”
რჩევა #6
”ქალი, რომელსაც აქვს კარგი სურნელი აქვს, თუმცა ეს არომატი ზედმეტად არ იგრძნობა, ყველაზე სექსუალურია! მაგალითად, როცა მას ვუახლოვდები და მისი სუნამოს სულ ოდნავ ვგრძნობ - ეს მაგიჟებს. მაგრამ თუ მისი სურნელი მთელს ოთახში ტრიალებს, ეს საშინელებაა!”
რჩევა #7
„ვფიქრობ, თვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, რომ ქალს შეეძლოს თვალებში ყურება. როდესაც მას ვესაუბრები და ის სხვაგან იყურება, ეს ცოტათი გამაღიზიანებელია. ასე მაგრძნობინებს, რომ უბრალოდ არ აინტერესებს ჩემთან საუბარი. როდესაც მე ვსაუბრობ, ეს ნიშნავს, რომ სხვა არაფერზე ვფიქრობ და საპასუხოდაც, ზუსტად იგივე დამოკიდებულება მსურს.”
თემები: ქალი, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ქალი და მამაკაცი