LIFE

3 რამ, რაც აუცილებლად უნდა მიიღო, თუ ცხოვრების შეცვლა გსურს

3 რამ, რაც აუცილებლად უნდა მიიღო, თუ ცხოვრების შეცვლა გსურს

1. შენი წონა, შენი ყოველდღიური ჩვევების შედეგია

2. შენი სიმდიდრე, შენი ყოველდღიური ჩვევების შედეგია

3. შენი განწყობა, შენი ყოველდღიური ჩვევების შედეგია

შენი პრობლემების 90%, შენი პასუხისმგებლობაა - თავის გამართლება არც ერთ მათგანს არ მოაგვარებს.

ადვილია, პასუხისმგებლობა სხვას გადააბარო და სხვები დაადანაშაულო. იქნება ეს ცუდი იღბალი, სამყარო თუ სხვა ადამიანები - ყველაფერი, რაც არ მოგწონს, მათი ბრალია, შენ არაფერ შუაში ხარ!

მაგრამ, პასუხისმგებლობის მუდმივად სხვაზე გადატანით, შენ ყველაზე მნიშვნელოვანს დაკარგავ - ცვლილების ძალას.

თუ მუდმივად სხვებს დაადანაშაულებ, მაშინ მოგიწევს დაელოდო, როდის შეცვლიან ისინი შენს ცხოვრებას.

ეს არასოდეს მოხდება.

არავინ მოვა შენს გადასარჩენად.

იყავი შენი ცხოვრების მთავარი გმირი, იმოქმედე და შეცვალე ის, რაც არ მოგწონს.

გამოდი კომფორტის ზონიდან, ისწავლე, გააფართოვე ჰორიზონტი.

გინდა იდეალურ ფორმაში იყო? - ივარჯიშე!

გინდა უფრო ჭკვიანი იყო? - წაიკითხე!

გინდა თავისუფალი იყო? - დაიწყე საკუთარი ბიზნესი!

ეს შენი ცხოვრებაა, არავინ მოვა და არ გადაგარჩენს, რადგან შენ, თავადვე შეგიძლია გადარჩენა.

უბრალოდ, დაიჯერე, იმუშავე საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და გახდი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია - უნიკალური, დასამახსოვრებელი და ბედნიერი.