გზა ფინანსური კეთილდღეობისკენ: 4 ნაბიჯი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
- 04.04.2022
არ გინდათ, რომ შეგეძლოთ რაიმეს ყიდვა, შედეგებზე ფიქრის გარეშე? სამწუხაროდ, ჩვენი უმეტესობისთვის, ეს ფუფუნებაა.
სინამდვილეში, 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების 62% რეგულარულად განიცდის სტრესს, რომელიც ფინანსური მდგომარეობით არის გამოწვეული. მუდმივი სტრესი კი, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს ეფექტურად მართოს საკუთარი ეკონომიკური ცხოვრება.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფინანსური რეალობისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ეს შეუსრულებელი მისიაა, მაშინ ცდებით. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს რეალობა, მისი გაუმჯობესება შესაძლებელია.
1. მკაფიოდ განსაზღვრეთ მიზნები
არ არსებობს ერთი წესი, რომელიც ყველასთვის შესაფერისი იქნება, რადგან ყველას გვაქვს განსხვავებული მოთხოვნილებები და ცხოვრების წესი გვაქვს. მაგრამ თუ თქვენ აპირებთ იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი, თქვენ უნდა განსაზღვროთ მიზანი, რომლის გათვალისწინებითაც მოგიწევთ ცხოვრება.
რა არის თქვენი საბოლოო ფინანსური მიზანი? გსურთ გქონდეთ სახლი და მანქანა 32 წლის ასაკში? გეგმავთ ბიზნესის დაწყებას? როგორ ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, უფრო ადვილი იქნება წარმოიდგინოთ რისი მიღწევა გსურთ და დაგეგმოთ, თუ როგორ გსურთ მათი რეალობად გადაქცევა.
2. შექმენით შემოსავლის საიმედო წყარო
რა თქმა უნდა, ფულის გამომუშავება აუცილებელია, რათა შეძლოთ მისი მართვა. როგორც ფინანსური კეთილდღეობის ქვაკუთხედი, ძალიან მნიშვნელოვანია შემოსავლის სტაბილურობის მიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ არ გჭირდებათ მილიონერი იყოთ, საიმედო შემოსავლის წყაროს ქონა უფრო მეტ სივრცეს მოგცემთ, რათა მიიღოთ ფინანსური გადაწყვეტილებები და ისიამოვნოთ უკეთესი ცხოვრებით.
წარმატებული ადამიანები არ ჩერდებიან მაშინ, როცა საკმარისი შემოსავალი აქვთ. ისინი აგრძელებენ ცხოვრებას, ისახავენ ახალ მიზნებს და იწყებენ შემოსავლის ინვესტირებას.
3. რეგულარულად შეაფასეთ თქვენი ფინანსები
ბუღალტერია არ არის ყველაზე სასიამოვნო საქმე, მაგრამ ეს აუცილებელია ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
რეგულარულად თვალყური ადევნეთ თქვენს ხარჯებს და შემოსავალს, რათა იცოდეთ, ცხოვრობთ თუ არა თქვენს შესაძლებლობებზე მაღალი სტანდარტით.
ამ დროს, შესაძლოა იმედგაცრუება იგრძნოთ, რადგან გაანალიზოთ რამდენი ვალი გაქვთ ან რამდენი ფული დახარჯეთ არასაჭირო ნივთებზე. მაგრამ თქვენი ფინანსური მდგომარეობის რეალური შეფასება, არის პირველი ნაბიჯი, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად უნდა გადადგათ.
4. შექმენით და დაიცავით თქვენი ბიუჯეტი
ფინანსურად დამოუკიდებლობა ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ გრძელვადიანი სტაბილურობისთვის, მოკლევადიანი ბედნიერების დათმობა, ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
ბიუჯეტი საშუალებას მოგცემთ დაინახოთ სად მიდის თქვენი ფული. გარდა თქვენი საყოფაცხოვრებო ხარჯებისა, თქვენ აუცილებლად უნდა გამოყოთ ყოველთვიური თანხა, რომელსაც სამომავლოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადაინახავთ. თუნდაც ეს თანხა ისეთი მცირე იყოს, რომ მის მნიშვნელობაში ეჭვიც კი შეიტანოთ...
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, რჩევები, ფინანსები