ბილ გეიტსის 11 წესი, რომელიც სკოლაში და უნივერსიტეტში არ ისწავლება
- 07.04.2022
თქვენ, ალბათ, უკვე დაასრულეთ სკოლაც და უნივერსიტეტიც. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ დაწესებულებებმა მოგცათ? დიახ, ესაა ცოდნა. მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლებისა და უნივერსიტეტების უმრავლესობა, არ იძლევა ცოდნას რეალური ცხოვრების შესახებ.
ბილ გეიტსი, Microsoft-ის დამაარსებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ფილანტროპი, მიიჩნევს, რომ არსებობს ცხოვრების 11 წესი, რომელიც სკოლაში და უნივერსიტეტში არ ისწავლება, მაგრამ ეს ჭეშმარიტება, ყველამ უნდა იცოდეს.
წესი #1: ცხოვრება არ არის სამართლიანი - მოგიწევთ ამას შეეგუოთ.
წესი #2: მსოფლიოში არავის არ აინტერესებს თქვენი თვითშეფასება. ისინი ელოდებიან ისეთ შედეგებს, რაც თავს თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ.
წესი #3: სწავლის დამთავრებისთანავე წელიწადში 60000 $ ვერ გამოიმუშავებთ. არ იქნებით დირექტორი და არ გეყოლებათ პირადი მძღოლი. თავდაპირველად ბევრი უნდა იმუშაოთ.
წესი #4: თუ ფიქრობთ, რომ მასწავლებლები ძალიან მკაცრად გექცევიან, ეს არაფერია. დაიცადეთ, სანამ უფროსი გეყოლებათ - ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება.
წესი #5: ჰამბურგერების მომზადება და იატაკების წმენდა თქვენ ღირსებაზე დაბლა დგას? თქვენი ბებია-ბაბუები ამით ცხოვრობდნენ, მათ ამ საქმეს „შესაძლებლობა“ უწოდეს!
წესი #6: თუ რაღაც არ გამოგდით, ეს არ არის თქვენი მშობლების ბრალი. ამიტომ, ნუ წუწუნებთ, უმჯობესია შეცდომები გაიაზროთ.
წესი #7: სანამ თქვენ დაიბადებოდით, თქვენი მშობლები მოსაწყენი ადამიანები არ ყოფილან. ისინი ასეთები გადასახადებზე ფიქრით, ტანსაცმლის მოწესრიგებითა და თქვენი ლაპარაკის მოსმენით გახდნენ. მანამ სანამ მათ გააკრიტიკებთ, ოთახში საკუთარი კარადის დალაგება სცადეთ.
წესი #8: სავარაუდოდ, თქვენმა სკოლამ არ გამიჯნა გამარჯვებულები და დამარცხებულები. ზოგიერთ სკოლაში შეფასების სისტემებიც კი გააუქმეს. მოსწავლეებს შეუძლიათ იმდენჯერ ჩააბარონ გამოცდა, სანამ სწორ პასუხებს არ დაწერენ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება!
წესი #9: ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად. თქვენ არ გექნებათ საზაფხულო არდადეგები და თქვენი უფროსი, საკუთარი თავის ძიებაში არ დაგეხმარებათ. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ.
წესი #10: ფილმებში არ აჩვენებენ რეალურ ცხოვრებას. სინამდვილეში, ადამიანები მთელს დღეს კაფეში არ ატარებენ - ისინი სამსახურებში დადიან.
წესი #11: კარგად მოექცეთ “წიგნის ჭიებს”. ისინი შეიძლება თქვენი უფროსები გახდნენ.
თემები: თავდაჯერებულობა, ბილ გეიტსი, ცხოვრების გაკვეთილები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია