რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცს? 7 მიზეზი, რომელთა ატანაც შეუძლებელია!
- 07.04.2022
ხშირად ამბობენ, რომ თუ ქალი შეყვარებულია, ის ამ ურთიერთობისთვის ყველაფერს დათმობს. სინამდვილეში, ეს ასე არ ხდება. ყველაფერს აქვს საზღვარი და არსებობს მიზეზები, რის გამოც, ქალს შეუძლია მიატოვოს საყვარელი მამაკაცი. მაშინაც კი, თუ ის ყურებამდეა შეყვარებული...
1. თუ მამაკაცს არ სურს კომფორტის ზონის დატოვება
ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ქალს სურს, მისი რომანტიკული ურთიერთობა, ყოველთვის ემოციების ატრაქციონი იყოს. თუმცა, სიახლეები, ყველა ურთიერთობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
თუ მამაკაცი დაჟინებით მოითხოვს ყოველდღე ერთსა და იმავე რესტორანში სიარულის ან ყოველი შვებულების ერთსა და იმავე ადგილზე გატარებას, რადგან არ სურს კომფორტის ზონის დატოვება, მაშინ მას აუცილებლად მიატოვებენ.
2. თუ მამაკაცი ქალს ადანაშაულებს, რომ „ზედმეტად მაღალი“ მოლოდინები აქვს
როდესაც ქალი ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მან უკვე სცადა ამ ურთიერთობის გადარჩენა, თუმცა უშედეგოდ. თუ პარტნიორი უარს ამბობს ქალის მოსმენაზე და ამავდროულად, ადანაშაულებს, რომ არარეალური მოთხოვნები აქვს, მაშინ ეს ურთიერთობა აუცილებლად დასრულდება.
3. თუ მამაკაცი მეგობრებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს...
ეს არის სიგნალი იმისა, რომ ქალს მცირე მნიშვნელობა აქვს მამაკაცის ცხოვრებაში. ამის გაანალიზების შემდეგ, არც ისე დიდი დრო იქნება საჭირო, რათა ეს ურთიერთობა დასრულდეს. თანაც - სამუდამოდ.
4. თუ მამაკაცი ფარულად მოქმედებს
გულწრფელობისა და გახსნილობის ნაკლებობა, ნებისმიერ ქალს გაუჩენს სურვილის, გაწყვიტოს ურთიერთობა და იპოვნოს სხვა მამაკაცი. არავინ იმსახურებს ტყუილს, ღალატსა და უპატივცემულობას.
5. თუ მამაკაცი არ არის ქალის გვერდით მაშინ, როდესაც საჭიროა
მამაკაცი შეიძლება იჯდეს შეყვარებულის წინ, მაგრამ მის გვერდით არ იყოს - არ იზიარებდეს ქალის ემოციებს, ტკივილსა თუ მწუხარებას. ვის უნდა ასეთი ურთიერთობა?
6. თუ მამაკაცი უგულებელყოფს ქალის მოსაზრებებს
როდესაც არსებობს გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ურთიერთობაზე, ქალი მოელის, რომ მისი აზრი იქნება გათვალისწინებული. თუ მამაკაცი გამუდმებით ფიქრობს, რომ ქალის სურვილები და საჭიროებები პრიორიტეტული არ არის, გამოიცანით რა მოხდება?
7. თუ ქალი ვერ ხვდება, საერთოდ, ეს მამაკაცი დაინტერესებულია თუ არა...
ჯანსაღ ურთიერთობებში, მნიშვნელოვანია დაფასებულობის განცდა. სხვათა შორის, ეს ნიშნავს პარტნიორის დაფასებას თუნდაც იმ წვრილმანებისთვის, რასაც ის აკეთებს.
თუ, იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორი, მამაკაცი თავისთავად იღებს ქალის ძალისხმევას, სანაცვლოდ კი არაფრის გაკეთება არ სურს, მისი საყვარელი არასოდეს იგრძნობს თავს კომფორტულად მის გვერდით. ცხადია, დაუფასებლობის განცდის გამო, ქალი მას აუცილებლად მიატოვებს...
თემები: ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, მიტოვება