სტილი

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მოდის სამყაროში არა ერთმა დიზაინერმა, კოლექციამ და უბრალოდ, ადამიანების ჩაცმის სტილმა გაგვაოცა, არსებობდა ისეთი გამონაკლისებიც, რომლებზე საშინელი რამ, შესაძლოა, კაცობრიობას არც არასოდეს უნახავს. 

გაუგებარია მიზეზები, თუ რატომ გახდა პოპულარული საშინელი ტენდენციები, რომლებიც ესთეტიკით საერთოდ არ გამოირჩევა. საბედნიეროდ, ამ ტენდენციების უმრავლესობა დღესდღეობით ტრენდული აღარ არის და ისინი მხოლოდ ჩვენს მეხსიერებას შემორჩნენ. თანამედროვე მოდის სამყარო კი ჩაცმულობის იმ სტილს, რომელზეც ვსაუბრობთ, დღემდე განიხილავს, როგორც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდ კატასტროფას. 

TREND. გთავაზობთ გასული ათწლეულის პოპულარული ტენდენციების ჩამონათვალს:

1. კაბა-შარვალი

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

კაბა-შარვალი, რომელიც ძალიან გავს აზიელი მამაკაცების მოშვებულ შარვლებს, არის ერთ-ერთი ყველაზე არაესთეტიკური და მახინჯი ქმნილება, რაც კი ოდესმე შეიძლებოდა ვინმეს მოეფიქრებინა. შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანი სიამაყით ატარებდა კიდეც მათ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ეს ტენდენცია, საკმაოდ პოპულარული გახლდათ. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მსგავსი შარვლები მხოლოდ ძალიან გამხდარ, მაღალ გოგონებს უხდებოდათ. თუ კი, რა თქმა უნდა საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ვინმეს უხდებოდა. 

2. ტანგა, რომელიც შარვლებში ჩანდა

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

მაშინ, როცა ძალიან მოდური გახლდათ დაბალწელიანი ჯინსები, შეიძლება უკიდურესად დაბალწელიან ჯინსებადაც მოვიხსენიოთ, გაუგებარია, ვის მოუვიდა თავში აზრად, ჩაეცვა მასში ისეთი ტანგა, რომელიც აუცილებლად გამოჩნდებოდა?! ძალიან ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ ეს ტენდენცია, ბრიტნი სპირსმა დაამკვიდრა, რომელსაც აჰყვა აურაცხელი რაოდენობა თინეიჯერებისა. ასეა თუ ისე, საბოლოოდ, ყველამ დაასკვნა, რომ არაფერი არსებობდა დედამიწის ზურგზე ამ ტენდენციაზე არაესთეტიკური, დაუხვეწავი და საშინელი. შესაბამისად, ჯინსებიდან მომზირალი ტანგაც "ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა". 

3. სპორტულები წარწერით "JUICY"

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

შემოვიდა თუ არა მოდაში ეს ტენდენცია, ყველა ცდილობდა, სხვადასხვა ფერის სპორტული შეეძინა. რა თქმა უნდა, სპორტულები დღემდე მოდური და ტრენდულია, რადგან ძალიან კომფორტულია. მაგრამ, გასული ათწლეულის კატასტროფად სპორტულები წარწერით "JUICY", სწორედ მისი წარწერის გამო აღიარეს. 

4. რეზინის ფეხსაცმელი

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

რეზინის ფეხსაცმელი, რომელზე საშინელიც წარმოუდგენელია ვინმეს რამე გამოეგონებინა, გასული ათწლეულის კატასტროფებში საპატიო ადგილს იკავებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ფეხსაცმელი ტრენდული იყო, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. თუმცა, ამერიკასთან შედარებით, ევროპაში ამ ტენდენციამ ფეხი ვერ მოიკიდა. იმის გამო, რომ ამერიკელები დიდი დროის განმავლობაში იცმევდნენ ფერად-ფერად რეზინის ფეხსაცმელს, გაჩნდა მოსაზრება, რომ ამერიკელებს უყვარდათ უგემოვნოდ ჩაცმა. 

5. ბომჟი გოგონების სტილი

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

ამერიკელი მსახიობი, მოდის დიზაინერი და პროდიუსერი, მერი ქეით ოლსენი, ალბათ, ძალიან ზარმაცი იყო იმისთვის, რომ თმა მოეწესრიგებინა, შესაფერისად ჩაეცვა და ისე გასულიყო საზოგადოებაში. თვლიან, რომ მისი "ბომჟური" იმიჯი გახდა ბევრი მოდის დიზაინერის ინსპირაცია, რათა შეემნათ ქალის კოლექციები, სადაც იყენებდნენ "ბომჟი" გოგონების სტილს. 

6. პონჩო

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

ამერიკელი მსახიობის, კლინტ ისტვუდის გარდა, დასავლურ კინოში, არასდროს არავის გამოუყენებია პონჩო. პრინციპში, გულრწფელად რომ ვთქვათ, არაფერია ამაში ცუდი. ალბათ, უკეთესიც კი იქნებოდა, თავად კლინტ ისტვუდსაც არ გამოეყენებინა. ეს არის სულელური მოსაცმელი, რომელსაც ძალიან ბევრმა მოდის მიმდევარმა, დღემდე ვერ უპოვა დანიშნულება. იგი არსად არ გამოიყურება ესთეტიკურად, არც კლუბში, არც სამსახურში და არც უბრალოდ, მაღაზიებში სიარულისას. 

7. ელასტიკი შარვლის ნაცვლად

ათწლეულის ყველაზე საშინელი სტილი

არავინ დაობს იმაზე, რომ ელასტიკი არის წარმოუდგენლად კომფორტული, თუმცა, არც იმაზე ვკამათობთ, რომ მის გამოყენებისა და ჩაცმის ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია. მაგალითად, მათი მოხდენა, დღემდე, უპრობლემოდ შეიძლება სავარჯიშო დარბაზებში, იოგა ცენტრებში და ა.შ. თუმცა, გასული ათწლეულის ტენდენცია გულისხმობდა მათ გამოყენებას შარვლის ნაცვლად. ეს ერთგვარად არღვევდა ყველა წარმოდგენას ქალის სექსუალურობის შესახებ და გამოიყურებოდა საკმაოდ არაესთეტიკურად.