ჰოროსკოპი

ყველაზე იდუმალი სურვილების ჰოროსკოპი - რაზე ოცნებობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?

ყველაზე იდუმალი სურვილების ჰოროსკოპი - რაზე ოცნებობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?

თხის რქა

თხის რქა ოცნებობს ბევრ ფულზე, აი, უნდა, რომ მის ანგარიშზე მინიმუმ ორი მილიონი ირიცხებოდეს. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაში ასე ამბობს. რეალურად კი, მისი მთავარი ოცნება კონკურენტის განადგურებაა. თან სახალხოდ, რომ ეს ყველამ დაინახოს ვინ არის რეალურად ნიჭიერი და ლამაზი.

მერწყული

არცერთ ნიშანს არ შეუძლია ასე მოხერხებულად ცხოვრება, მაგრამ მერწყულისთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ოცნებობენ, რომ არასოდეს, არავინ არაფერი სთხოვოთ, განსაკუთრებულად ფული. ცხოვრება ყოველთვის მათ საკუთარ „მინდას“ ემორჩილებოდეს. ასე, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ მერწყულები მაინც არ კარგავენ იმედს.

თევზები

თევზები ოცნებობენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზე. არცერთ ნიშანს არ შუძლია ასე გულწრფელად, უღალატოდ და უდავოდ უყვარდეს ფული, ბრილიანტები, ჯიშიანი ცხენები, მანქანები და, რა თქმა უნდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. ამიტომაც არ ხურდავდებიან ოცნებებზე რაღაც სისულელეების შესახებ.

ვერძი

ვერძები ოცნებობენ მიწიერზე. რომ შეიძლებოდეს კარგად იმუშაონ, შემდეგ მთელი ღამე კარგად დალიონ და გაერთონ, დილით კი ისევ გამხნევებულები დაიწყონ მუშაობა. უნდათ, რომ ასეთ რეჟიმში მინიმუმ 50 წელი იმუშაონ, თან არ დაბერდნენ და ჯანმრთელობაც არ შეერყეთ.

კურო

კუროები ოცნებობენ ჯადოქარზე, რომელიც მოფრინდება და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს: კუროს ყველა საზრუნავი მოცილდება და, როგორც იქნება, მოდუნების საშუალება მიეცემა, ანუ განახორციელებს ყველა იმ ოცნებას, რომლებზეც მას ჩვეულებრივ არ ყოფნის ან ძალა, ან დრო, ან ორივე ერთად.

ტყუპები

ტყუპები ოცნებობენ მსოფლიო აღიარებაზე. მართალია, ჯერ არ ჩამოყალიბებულან, ვინ უნდათ რომ გახდნენ: როკ-ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი თუ ქვეყნის პრეზიდენტი. ჯობია, რა თქმა უნდა, ყველა ერთბაშად. თან პოპულარობა მალე ბეზრდებათ და თუ მიაღწიეს, მერე იმაზე იწყებენ ოცნებას, რომ სადმე ტიბეტურ მონასტერში განმარტოვდნენ.

კირჩხიბი

კირჩხიბები ოცნებობენ იმაზე, რასაც ისედაც აკეთებენ, უბრალოდ ოცნებებში მათ ბევრად მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ. ახლა კი გაგიმხელთ ერთ საშინელ საიდუმლოს: კირჩხიბის ოცნებების სამყაროში დარბის ერთი პატარა, საგულდაგულოდ დამალული ოცნება. ის ოცნებობს გაითქვას სახელი. მაგრამ ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს მის მყუდრო ცხოვრებას.

ლომი

ლომები ოცნებობენ დროის მანქანაზე. აბა სხვა ვინ შეაფასებს ამ სასწაული გამოგონების არაჩვეულებრივ უპირატესობებს? მხოლოდ ლომი. სწორედ ის გაემგზავრება წარსულში და დაიკავებს რომელიმე მეფის ან დედოფლის ტახტს.

ქალწული

ქალწული ოცნებობს გახდეს შემოქმედი. შექმნას სამყარო, რომელშიც ყველაფერი კარგად და სწორად იქნება, და არა ისე, როგორც ახლაა. მოკლედ, კიდევ კარგი, რომ ქალწულის ოცნებები - მხოლოდ ოცნებებად რჩება.

სასწორი

სასწორი ოცნებობს დაამსგავსოს მთელი სამყარო საკუთარ ოცნებას: რაიონული პოლიკლინიკის რეგისტრატურაში ზის ნორჩი მერილინ მონრო, ეზოს გვის რაიან გოსლინგი, გარშემო ისმის ანგელოზებივით ბავშვების ჟრიამული. და ყველაფერს ამას წელიწადში 365 დღე ანათებს მზე. წვიმა კი მოთხოვნით ირთვება. როცა სასწორს მოენატრება მოწყენილობა.

მორიელი

მორიელები ოცნებობენ მისტიკურ ძალაზე. ის მათ ისედაც აქვთ, მაგრამ ეცოტავებათ. სექსუალურ მაგნიტიზმსა და გამართლებას, რომელიც მათ ერგოთ, ისინი არ აფასებენ. აი, რომ შეიძლებოდეს ადამიანების ერთი მზერით განადგურება და შემდეგ გაცოცხლება და დამორჩილება - მაშინ მორიელები ჩათვლიდნენ, რომ მეტი არაფერი საოცნებო არ ექნებოდათ.

მშვილდოსნები

მშვილდოსნები ოცნებობენ გლობალურზე - მშვიდობაზე მთელ მსოფლიოში. უნდათ, რომ ყველა კარგმა ადამიანმა ერთად მოიყაროს თავი და მოკლას ყველა ბოროტი, ან თავიდან აღზარდოს ისინი. მშვიდობის დამყარების შემდეგ კი, როგორც იქნება, დაკავდება საყვარელი საქმით - იმოგზაურებს მსოფლიოს გარშემო.



<a href="http://www.cosmo.ru">http://www.cosmo.ru</a>