სილამაზე
დერმატოლოგები გვირჩევენ: როგორია კანის მოვლის იდეალური რუტინა ზაფხულში?
- 27.06.2022
ცნობილია, რომ კანის მოვლის რუტინა, სეზონის მიხედვით უნდა შეიცვალოს. ზუსტად ისევე, როგორც თქვენი გარდერობი.
- დილით და საღამოს დაიბანეთ სახე სპეციალური გამწმენდის გამოყენებით.
- გამოიყენეთ გამაგრილებელი ტონერი.
- არ დაივიწყოთ ისეთი ანტიოქსიდანტით მდიდარი შრატი, როგორიცაა C ვიტამინი.
ის დაგეხმარებათ პიგმენტაციის თავიდან აცილებაში, აფრეხებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. გამოიყენეთ რამდენიმე წვეთი გაწმენდის შემდეგ, დამატენიანებელი საშუალების წასმამდე.
- გამოიყენეთ მსუბუქი, წყლის ბაზაზე დამზადებული, გელის ან ემულსიის სტრუქტურის მქონე დამატენიანებელი.
- არასოდეს დაივიწყოთ მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება. თანაც, სულ მცირე SPF 30-ის შემცველობით.
- კოსმეტიკური პროდუქცია გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობით და გადადით მსუბუქ მაკიაჟზე.
- კვირაში ორჯერ გამოიყენეთ კანის ამქერცლავი საშუალებები.
რას უნდა მოვერიდოთ ზაფხულში, რათა ჩვენმა კანმა ჯანსაღი იერი შეინარჩუნოს?
- ზაფხულში მოერიდეთ მძიმე დამატენიანებელ საშუალებებს (პროდუქტებს, რომლებსაც ზამთარში იყენებთ). ყოველთვის გამოიყენეთ მსუბუქი დამატენიანებელი საშუალება, რომელიც არ არის წებოვანი და მძიმე.
- აირჩიეთ არაკომედოგენური (პროდუქტები, რომლებიც ფორებს არ ახშობენ) კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები.
- ეცადეთ, არ გამოიყენოთ მძიმე მაკიაჟი, რათა თქვენმა კანმა სუნთქვა შეძლოს.
- არ დაგავიწყდეთ ჰიდრატაცია - დღის განმავლობაში მიიღეთ წყლის საკმარისი რაოდენობა.
- დღის განმავლობაში, არ გახვიდეთ გარეთ მზის დამცავი საშუალების გარეშე.
- ასევე მოერიდეთ თქვენი კანის მოვლის რუტინის ზოგიერთი გადამწყვეტი ნაბიჯის გამოტოვებას, როგორიცაა ტონირება და აქერცვლა.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, სილამაზე