სილამაზე

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

ახალგაზრდობა ისე მალე გადის, თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ. ჩვენი კანი ძალიან მალე იცვლის სტრუქტურას, ხდება გაცილებით პრობლემური და რაც ყველაზე მთავარია, პირობებიდან გამომდინარე, ხშირად მალეც ბერდება. 

არადა, ქალის სილამაზისთვის, კანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, მისი მოვლა და შენარჩუნება, ყველა ქალის ინტერესს წარმოადგენს. დამეთანხმებით, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების რეჟიმზე, რაც გვაიძულებს უარი ვთქვათ იმ აუცილებელ და საჭირო პროცედურებზე, რომლებსაც კანის ახალგაზრდულობა და სიჯანსაღე მოითხოვს. 

TREND. გთავაზობთ იმ აუცილებელი და მნიშვნელოვან ფაქტორთა ჩამონათვალს, რომლებიც კანის სილამაზეზე ძალიან დიდ გავლენას ფლობენ. მიჰყევით ჩვენს რჩევებს და ეცადეთ შეინარჩუნოთ ახალგაზრდა და ჯანსაღი იერი:

1. იკვებეთ სწორად

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

ახალგაზრდობის პერიოდი სავსეა სწრაფი კვებისა და არაჯანსაღი შემადგენლობის მქონე საკვებით. ალბათ დედები გეუბნიან, რომ სწორად და ჯანმრთელად იკვებოთ. დაუჯერეთ მათ, ეს რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ. შეიძლება თქვენი კანი ისეთი ნაზი, როგორიც სკოლის დროს იყო, აღარ არის, თუმცა, მას მაინც სჭირდება ყველა ის საკვები ნივთიერება, რომელსაც ჯანსაღი საკვები აძლევს ადამიანის ორგანიზმს. რათა ხანგძლივად გამოიყურებოდე ჯანმრთელად და ახალგაზრდად, ეცადე, შეამცირო შენი კვების რაციონში არსებული არასასარგებლო საკვები.

2. სწორი პროდუქციის არჩევა

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

თქვენმა კანმა, დროთა გამნავლობაში, შესაძლოა დაკარგოს ბავშური სიჯანსაღე, მაგრამ ეს რჩევა ცხოვრების ბოლომდე გამოგადგებათ: აარჩიეთ და შეიძინეთ თქვენი კანისთვის სწორი პროდუქცია. ყველას შეუძლია შეამჩნიოს როგორი ტიპის კანი აქვს, მშრალია, ცხიმიანი თუ ნორმალური. კანზე დაკვირვება დაგეხმარებათ სწორი პროდუქტის არჩევაში. სწორი პროდუქცია კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს მას!

3. ნუ განახორციელებთ ზეწოლას კანზე!

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

კანის წვალება მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს, რაც შემდეგ აკნეში გადაიზრდება, აკნეს ხელით შეხება, მასზე ზეწოლა, შრამებს დაგიტოვებთ, რისი დაფრვაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოგიწევთ. ამიტომ, ნუ განახორციელებთ ზეწოლას კანზე! მოეპყარით მას ნაზად და იმ შემთხვევაში თუ აკნე შეგაწუხებთ, მიმართეთ დერმატოლოგს!

4. გაიწმინდეთ სახე ყოველ დღე

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

ყველა დერტმატოლოგი გირჩევთ, რომ სახე დღეში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოთ. ეს, დღის განმავლობაში სახეზე დაგროვებულ ბაქტერიებს, ტოქსინებსა და ამავდროულად მთელი დღის ჭუჭყს (მათ შორის მაკიაჟსაც) მოგაშორებთ. საუკეთესო ვარიანტი,მიუხედავად იმისა, რა ასაკში ხართ, არის ის, რომ სახე ძილის წინ გაიწმინდოთ. თუმცა, დილით გაწმენდასაც თავისი სასარგებლო შედეგები მოაქვს.

5. დატენიანება ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

ტენიანობა კანის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ასევე, ასაკის მატებასთან ერთად, ნაოჭების გაჩენის რისკსაც ამცირებს. თუ ჯერ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ადრეა კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, ცდებით! მისი გამოყენება არასოდეს არის ადრე, ხოლო გვიანი კი შესაძლოა აღმოჩნდეს! 

6. უმკურნალეთ თქვენს კანს

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

თინეიჯერების უმეტესობა სხვადასხვა სახის გამონაყარს ებრძვის. ასაკში შესვლისას შეიძლება ჰორმონების ცვლამ და სტრესის მატებამაც გამოიწვიოს აკნე და სხვა კანთან დაკავშირებული პრობლემები. ის, რომ გამონაყარი მხოლოს თინეიჯერებს აწუხებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. თუ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები შეგაწუხებთ, აუცილებლად უმკურნალეთ მათ. 

7. ყოველთვის თან გქონდეთ მზისგან დამცავი საშუალებები

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

ეს არის ჩვევა, რომელიც ასაკის მიუხედავად, ყველა ქალს თან უნდა ჰქონდეს. მზისგან დამცავი საშუალებები ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს. 

8. ივარჯიშეთ ყოველდღე

კანის მოვლა - რჩევები ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად

ვარჯიშს საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის და ასევე, კანის ბრწყინვალებისთვისაც. ვარჯიშისას სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რაც ეხმარება კანს საუკეთესოდ გამოიყურებოდეს. ამავდროულად, რეგულარული ვარჯიში წონის ოპტიმიზაციასაც უწყობს ხელს, რაც ასევე ეხმარება კანს გამოიყურებოდეს ჯანმრთელად და ახალგაზრულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში.



allwomenstalk.com