LIFE

იყავი განსაკუთრებული ადამიანი - 5 საუკეთესო მეთოდი

იყავი განსაკუთრებული ადამიანი - 5 საუკეთესო მეთოდი

ადამიანებს განსაკუთრებულობისა და განსხვავებულობის მოთხოვნილება ბუნებრივად უჩნდებათ. ამაში ცუდი არაფერია, მთავარია, რამდენად სწორი მიმართულებით ცდილობს იგი თავისი განსაკუთრებულობის ხაზგასმას. 

იმისთვის, რომ იყო განსაკუთრებული, TREND.-ის რჩევები დაგეხმარება. შეეცადე სწორად გაიგო განსაკუთრებულობისა და განსხვავებულობის პრინციპი და არ მოექცე სტერეოტიპების ქვეშ. 

1. იპოვე შენი ძლიერი მხარეები

იყავი განსაკუთრებული ადამიანი - 5 საუკეთესო მეთოდი

დაიწყე საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა და გახსოვდეს, რომ ასეთი მხარეები ყველას აქვს. ნუ იფიქრებ იმაზე, რა არის მისაღები საზოგადოებისთვის და რა არა! არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, აღმოაჩინო შენი ნიჭი და პოტენციალი. ის, რომ ქალი ხარ, არ ნიშნავს, რომ მხოლოდ კარგად ჩაცმა, კარგი მაკიაჟის გაკეთება შეგიძლია. კონცენტრირდი არა იმაზე, როგორ გამოიყურები საზოგადოებაში, არამდედ იმაზე, რა არის შენში განსაკუთრებული!

2. ისაუბრე გარკვევით

იყავი განსაკუთრებული ადამიანი - 5 საუკეთესო მეთოდი

არ იგულისხმო, პირდაპირ თქვი! ქალებზე არსებული სტერეოტიპების მიხედვით, ქალი ყოველთვის ამბობს ერთს და გულისხმობს მეორეს. დაამსხვრიე ეს საშინელი სტერეოტიპი და ისაუბრე გარკვევით. არასოდეს მოგერიდოს საკუთარი სათქმელის პირდაპირ თქმა, ეს მარტივია. ხოლო, ყველაფერი, რაც მარტივია, ორიგინალურია!

3. შეარჩიე მეგობრები ბრძნულად

იყავი განსაკუთრებული ადამიანი - 5 საუკეთესო მეთოდი

არასოდეს არის დრო ზედმეტი იმისთვის, რომ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაში დაკარგო, რომლებიც უარყოფით ენერგიას გაძლევენ და რომლებთანაც დისკომფორტს განიცდი. ამიტომ, შეარჩიე მეგობრები სწორად და დახარჯე დრო ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც საერთო ინტერესები, შეხედულებები და დადებითი ენერგეტიკა გაკავშირებს. იყავი განსხვავებული და ყველას მგავსად, ნუ გექნება ურთიერთობები მათთან, ვინც შესაძლოა, სულაც არ მოგწონს!

4. დაინახე შენი მშვენიერება

იყავი განსაკუთრებული ადამიანი - 5 საუკეთესო მეთოდი

საკუთარი მშვენიერების აღიარება და გაანალიზება ბევრი რამის გასაღებია. მაგალითად, აღარ გჭირდება სხვის მიერ საკუთარი მშვენიერების ხაზგასმა. როცა მას თავად ამჩნევ, თავდაჯერებულიც ხდები! განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმ თვისებებს, რომლებიც ხაზს უსვამს შენს სილამაზესა და დადებით აურას!

5. იცხოვრე შენი ცხოვრებით

იყავი განსაკუთრებული ადამიანი - 5 საუკეთესო მეთოდი

ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი, როცა საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით არ ცხოვრობ! კონცენტრირდი იმაზე, რომ გქონდეს ბევრი მოგონება, იცხოვრე აქტიური ცხოვრებით და ბოლომდე შეიგრძენი იმ ერთი წუთის მშვენიერება, რომელსაც ცხოვრება ჰქვია!



allwomenstalk.com