სილამაზე

საქართველოში პირველი ინტრავენური თერაპიის ველნეს ცენტრი იხსნება

საქართველოში პირველი ინტრავენური თერაპიის ველნეს ცენტრი იხსნება

შაბათს, 12 ნოემბერს, დროფს ველნესი ოფიციალურად გაიხსნება. ეს არის პირველი ინტრავენული თერაპიის ცენტრი საქართველოში რომელიც გასაოცარ პროცედურებს შემოგთავაზებთ.

ინტრავენული თერაპიის საოცარი შესაძლებობები უკვე მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი და დიდი ხანია მას რეგულარულად იყენებენ. ეს სწრაფად მომქმედი პროცედურა ხანგრძლივი ეფექტით გამოირჩევა და დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სილამაზესა და განწყობაზე.

ენერგიის აღდგენა, დეტოქსი, სილამაზის ელექსირი, პოსტ-კოვიდი, პოსტ-ალკო, თმის ცვენის შეჩერება - ეს იმ კოქტეილების მცირე ჩამონათვალია რომლებიც სულ მალე დროფსში დაგხვდებათ.
 

პროცედურა არის სწრაფი, უმტკივნეულო და კომფორტული. სეანსის შემდეგ განახლებული მუხტით შეძლებთ დღის გაგრძელებას.

ვიტამინებისა და მინერალების გადასხმა ახდენს სხეულის რეჰიდრაციას, სიღრმისეულ წმენდასა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას.

გარდა შესანიშნავი ინტრავენული ინფუზიებისა, დროფსში მრავალი სარეაბილიტაციო და ესთეტიკურ პროცედურა დაგხვდებათ. ესენია:

• ფიზიოთერაპია

• ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია

• სახის სპა პროცედურები

• აპარატული კოსმეტოლოგია

• ინიექციური პროცედურები