როგორ გავხდეთ ბედნიერი საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ - 11 იდეალური რჩევა
- 10.02.2017
1. აგრძელებ ურთიერთობას საერთო მეგობრებთან
ეს თითქმის ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც შეიძლება რიცხვით გამოხატო: თქვენი მეგობრებიდან რამდენი გახდა შენი. შესაძლებელია ეს სოციოპათის ხედვაა, მაგრამ შეგიძლია თავს უფლება მისცე და ცოტა ხნით სოციოპათი გახდე!
2. დადიხარ სპორტდარბაზში, რათა განთავისუფლდე მოწყენილობისა და სტრესისგან.
არ გეცოდება საკუთარი თავი და ჩაფიქრებული არ ზიხარ დივანზე. წინ მიიწევ და გიხარია პროგრესი. ეს ძალიან კარგია, ბევრად უკეთესი, ვიდრე იჯდე დივანზე პიცით ხელში.
3. დადიხარ პაემნებზე
და კლავ სევდას ახალი შეხვედრების სცენაზე.
4. მოიშორე მისი ნივთები
ახლა შენს სახლში აღარ არის მისი ძველი საცვლები, წიგნები, სულელური საჩუქრები. არაფერი. არ აქვს მნიშვნელობა, დაწვი ისინი, გადააგდე თუ გააჩუქე.
5. წაშალე მისი ტელეფონის ნომერი
იმიტომ რომ აღარ დაკარგავ მასზე დროს.
6. ის გწერს პირველი
„როგორ ხარ“ და რაღაც ამდაგვარი. შუაღამეს... ჯობია არ უპასუხო.
7. თქვენ შეხვდით ერთმანეთს ქუჩაში და ის ძალიან უბედურია
მოდიოდა საშინაო ტანსაცმელში და ფასტფუდის პაკეტით ხელში. ჩანს, რომ ენატრები, შენ კი უბრალოდ გაუღიმე და გაიარე.
8. დაგინახა ახალ პაემანზე
დაშორების შემდეგ პირამიდის მწვერვალია - წარუდგინო მას შენი ახალი შეყვარებული. თუ არ გინდა სიტყვების ტყუილად სროლა, საერთოდ არაფერი უთხრა, თავად იფიქროს, ვინ იყო ის.
9. არ აქვეყნებ სევდიან პოსტებს სოცქსელებში
და არ უსმენ სევდიან სიმღერებს. ის კი, ამბობს, რომ დრამატულ ფლეილისტებშია შემძვრალი. შენ გაიმარჯვე.
10. შენ თმა შეიჭერი
მან კი დაალაიქა შენი ფოტო ახალი ვარცხნილობით.
11. თქვენმა საერთო მეგობარმა გითხრა, რომ მან მოგიკითხა
ესე იგი, იმედია აქვს, რომ დაგიბრუნებს. მაგრამ ტყუილად, შენ ახალი ვარცხნილობა გაქვს და პაემანი!
თემები: ქალი, მამაკაცები, წყვილი, ემოციების მართვა, ქალები, ტყუილი, რჩევები
<a href="http://www.cosmo.ru/">http://www.cosmo.ru/</a>