სილამაზე

მარტივი ვარჯიშები ქალბატონებისთვის რომლებსაც ახალგაზრდა კანის შენარჩუნება სურთ

მარტივი ვარჯიშები ქალბატონებისთვის რომლებსაც ახალგაზრდა კანის შენარჩუნება სურთ

ვარჯიში სხეულის სილამაზისთვის აუცილებელია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვარჯიში მხოლოდ სხეულის სიმკვრივეს არ უზრუნველყოფს. იგი სჭირდება სახესაც, რათა შევინარჩუნოთ ჯანსაღი, გლუვი და ახალგაზრდული კანი. 

არსებოს ძალიან მარტივი, სწრაფი და ადვილად შესასრულებელი სავარჯიშოები, რომლებიც უზრუნველყოფს კანის სილამაზეს, სიჯანსაღესა და ახალგაზრდულობს. TREND. გთავაზობთ ამ ვარჯიშების ჩამონათვალს და გირჩევთ, მეტი ეფექტურობისთვის, ყოველდღიურად შეასრულოთ ისინი:

1. გაიკეთეთ ქუთუთოების მასაჟი

მარტივი ვარჯიშები ქალბატონებისთვის რომლებსაც ახალგაზრდა კანის შენარჩუნება სურთ

როგორც მოგეხსენებათ, პირველი მიმიკური ნაოჭები თვალის გარშემო ჩნდება. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თვალის ირგვლივ არსებული კანი ახალგაზრდულად, სასურველია, ყოველდღიურად, გავიკეთოთ ქუთუთოების მასაჟი. აღნიშნული ქმედება ძალიან მარტივი განსახორციელებელია. საჭიროა, თითის მარტივი მოძღაობებით დავიზილოთ ქუთუთოები 10 წუთის განმავლობაში. პროცედურა, უნდა ვაკეთოთ ყოველდრიურად. 

2. ლოყების მასაჟი 

მარტივი ვარჯიშები ქალბატონებისთვის რომლებსაც ახალგაზრდა კანის შენარჩუნება სურთ

იმის გამო, რომ ადამიანს სახეზე ბევრი სხვადასხვა კუნთი გააჩნია, სასურველია, მათი სათითაოდ გამკვრივება. ლოყის მასაჟის წყალობით, ლოყების კუნთები მკვრივდება. ამის გასაკეთებლად, საჭიროა, თითის მარტივი მოძრაობებით დაიმუშავოთ ლოყები. მცირეხნიანი შესვენებებით, ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ. 

3. ყელის ვარჯიში

მარტივი ვარჯიშები ქალბატონებისთვის რომლებსაც ახალგაზრდა კანის შენარჩუნება სურთ

ყელი არის ერთ-ერთი იმ ადგილებს შორის, რომლებსაც ასაკი პირველად ეტყობათ. იმის გამო, რომ არავის გვსურს მოშვებული ყელი, სასურველია, მისი დაბერების წინააღმდეგაც გავილაშქროთ. ამისათვის თავი უკან უნდა გადავწიოთ და თვალები დავხუჭოთ. სასურველია ვარჯიში თითოეულ ჯერზე გავიმეოროთ 10-ჯერ.

4. ახალგაზრდა ტუჩები 

მარტივი ვარჯიშები ქალბატონებისთვის რომლებსაც ახალგაზრდა კანის შენარჩუნება სურთ

სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ახალგაზრდა ტუჩების შესანარჩუნებლად, საჭიროა ტუჩის კუნთების ვარჯიში. ამისათვის სასურველია, შევასრულოთ უმარტივესი მოძრაობა: გასწიეთ ტუჩები წინ ისე, თითქოს ვინმეს საკოცნელად ემზადებით და გაუსწორეთ ცხვირის სიგრძეს. შემდეგ კი გაასწორეთ. ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ. 



allwomenstalk.com