LIFE
თუ იტალიაში მოგზაურობაზე ოცნებობ, მაშინ ახლა დროა ეს ოცნება რეალობად აქციო
- 13.05.2023
იტალია ის ქვეყანაა, სადაც მოგზაურობაზე, ალბათ, ყველა ადამიანი ოცნებობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რომში მოგზაურობა, ყველა ადამიანის ბავშვობის ოცნებაა.
სხვა თუ არაფერი, ყველა გზა ხომ ნამდვილად რომში მიდის. ოფიციალურად, იტალიის დედაქალაქში 2,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა, რომულუსმა და რემუსმა, 753 წელს დააარსეს.
რატომ უნდა ეწვიოთ რომს?
ამ ქალაქში 900-ზე მეტი ეკლესიაა - მსოფლიოში არცერთი სხვა ქალაქი არ არის კათოლიკური რწმენის ასე წარმომადგენლობითი. რომში შეხვდებით ოთხი პაპის ბაზილიკას და შვიდ სალოცავ ეკლესიას. თითოეული ეკლესია წინაზე უფრო ლამაზად არის მოხატული, ისეთი დიდი ოსტატების ნამუშევრებით, როგორებიც არიან ბერნინი, რაფაელი, კარავაჯო და მიქელანჯელო.ყველა ეს რომაული ღირსშესანიშნაობები - ულამაზესი ეკლესიები, ვატიკანი, მხიარული უბნები, ტრასტევერე, ლამაზი შადრევნები - მათ შორის ცნობილი ტრევის შადრევანი - რომანტიკული ესპანურ კიბეები და მოდური მაღაზიები, რომს ქაოსურ და ხმაურიან ქალაქად აქცევს.
ოთხივე სეზონზე, იტალიის ამ ქალაქში უამრავი ტურისტია. ამიტომ აუცილებელია, რომ წინასწარ დაჯავშნოთ ბილეთები ატრაქციონებისა და ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი ვიზიტი.
თუმცა, იტალიის მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომი ნამდვილად არ არის. კიდევ ერთი საოცნებო მიმართულება, ეს მილანია.
იტალიური ბიზნესის დედაქალაქს, ხშირად აქვს სტაბილური და სერიოზული ქალაქის რეპუტაცია, მაგრამ ამ ქალაქში თქვენ უფრო მეტს აღმოაჩენთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, ეს არის მოდის დედაქალაქში არცერთი ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი მოდურ კვარტალში შოპინგის გარეშე. მაგრამ თუ მილანში მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეგიძლიათ, აუცილებლად ნახეთ ლეონარდო და ვინჩის „უკანასკნელი ვახშამი", რომელიც განთავსებულია სანტა მარია დელე გრაზიეს ეკლესიაში.
თუ ოპერის მოყვარული არ ხართ, შესაძლოა აზრი შეიცვალოთ - მსოფლიოში ცნობილ Teatro La Scala-ში ვიზიტის შემდეგ, შეუძლებელია ხელოვნების ეს მიმდინარეობა არ შეგიყვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა იტალიურ ქალაქს აქვს დუომო, იგივე კათედრალი, მილანის საკათედრო ტაძარი მთელს მსოფლიოში გამორჩეულია.
იტალიაში, რომისა და მილანის მიმართულებით, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, ბილეთების შეძენა www.wizzair.com-ზეა შესაძლებელი. მაგალითად, სექტემბრის თვეში, ქუთაისი - რომის რეისზე ბილეთს 390 ლარად შეიძენთ, ქუთაისი - მილანის მიმართულებით კი - 330 ლარად. რაც შეეხება უკანა გზას, ბილეთის ფასი თითქმის იგივეა. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის ბილეთებზე მთელი წლის განმავლობაში მაღალია მოთხოვნა, ეს ნამდვილად საუკეთესო ფასია.
ბედნიერ მოგზაურობას და რაც მთავარია, ოცნებების ახდენას გისურვებთ!
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია